საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მზადების პროცესში კიდევ ორი ამხანაგური მატჩი დაუგეგმა ნაკრებს.
კერძოდ, 30 აგვისტოს და პირველ სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სტუმრად ალბანეთის 19-წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრება. გუნდი შეკრებას აგვისტოს ბოლოს, სანაკრებო პაუზაზე, თბილისში დაიწყებს და ალბანეთში 29 აგვისტოს გაფრინდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საფრანგეთი, ბოსნია და ანდორა იქნებიან. ტურნირს ბოსნია მასპინძლობს.