U21. საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მზადება დაიწყო. 1-ელ სექტემბერს გია გეგუჩაძის გუნდი ახალ ევროშესარჩევ ციკლს პოლონეთთან საშინაო მატჩით იწყებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობიდან 22 ფეხბურთელი დაიტოვა და ამჟამად პოლონეთთან მატჩისთვის ეს მოთამაშეები ემზადებიან:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია
(დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

საქართველო-პოლონეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 2 და 3 ლარია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩოგაძე რატომ არ გამოიძახა ძალიან მაგარ ფორმაშია ბათუმის დინამოს ლიდერია თითქმის
roma
14:45 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული