U21: სერბებმა სიტყვა გატეხეს, სპარინგი გორის "დილასთან"

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5 სექტემბერს გორის "დილასთან" ისპარინგებს. ეს ინფორმაცია "ლელოს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაუდასტურეს.

აქამდე ასე ვიცოდით, რომ საქართველოს სერბეთის ახალგაზრდული ნაკრები უნდა სწვეოდა და გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდთან ესპარინგა...

სერბებმა უკანასკნელ წამს შემოგვითვალეს, ნაკრებში მწვრთნელი შევცვალეთ, დიდი გარდაქმნები გვაქვს და ამ ეტაპზე თბილისში სტუმრობისგან თავს შევიკავებთო. ამის შემდეგღა გადაწყდა, რომ 5 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ მატჩს გორის "დილასთან" გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ სექტემბერს გია გეგუჩაძის გუნდი ახალ ევროშესარჩევ ციკლს პოლონეთთან საშინაო მატჩით დაიწყებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის
სახელობის სტადიონზე გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორელი მაყურებელი,საფეხბურთო კლუბ "დილასთან"ერთად ყოველთვის გვერდში დაუდგება ქართულ ფეხბურთს!
gori 2
22:04 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული