U19. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს მოუგო

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ალბანეთში ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

გიორგი ყიფიანის გუნდი მეორე ტაიმში დაწინაურდა. 50-ე წუთზე ლევან ხარაბაძის დარტყმული ალბანელ ფეხბურთელს მოხვდა და კარში შევარდა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ვერც მასპინძლებმა და ვერც სტუმრებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. ბოლო წუთებზე კი ალბანელებს უხეშობისთვის კაციც გაუძევეს.

ყიფიანმა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა: კერესელიძე, ტაბატაძე, ასათიანი, ფურცელაძე, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი,
ზარიძე, კუხიანიძე, ერგემლიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ნ. ნინუა, ოზბეთელაშვილი, ა. ნინუა, მალი, თოლორდავა, ქავთარაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა 19-წლამდელებმა ორი დღის წინ გამართული პირველი შეხვედრა ალბანელ თანატოლებთან ამავე ანგარიშით დათმეს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 8-14 ნოემბერს ჩაერთვება. ჩვენი მეტოქეები საფრანგეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ანდორა იქნებიან. შესარჩევ ეტაპს ბოსნია უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყიფოს და მის ბიჭებს წარმატებები!!!
გულშემატკივარი!
18:23 02-09-2017
0
თქვე კაიდედმამიშვილებო ის მაინც დაგეწერათ ჯგუფიდან რამდენი გადის ბოსნიაში.
grisha dedakimovi
16:34 01-09-2017
0

სიახლეები პოპულარული