U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი პოლონეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-3 ჯგუფში პირველი შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად მოიშალა და პოლონელთა მოწოდებულ მომდევნო კუთხურსაც ლაზარე კუპატაძის კარში გოლი მოჰყვა. პოლონელთა კაპიტანმა დუბლი 65-ე წუთზე მიითვალა - 0:2.

საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 52 /
უსახელო, რომ ითხოვ დავტოვოდ ჩვენი საკონტაქტო კოორდინატები, ხომ არ ჯობს თქვენი საკონტაქტო კოორდინატები დაგვიტოვო, რათა ჩვენ დაგეკონტაქტოთ. მიდი დადე ან მისამართი გვაცნობე და ეგრევე მანდ ვართ. გელოდებით.
კახი.სიმართლე.სევკო
04 სექტემბერი 2017 15:35
0
ვინც წლამდე ნაკრებს და მის მწვრთნელს გიორგი ყიფიანს ვერ დაუნახავს თავის შედეგს, რცხვენოდეს! აუცილებლად მარტო ის დაწერს ყიფოზე ცუდს ვინც არ წაიყვანა ნაკრებში ან მისი მშობელი. ყიფო გენაცვალე შენ კაცობაში, ქართველობაში და პროფესიანოლიზმში. ამდენ უსაქმურს და ბოროტს როგორ უძლებს ეს საწყალი საქართველო! გრცხვენოდეს ყიფიანზე ცუდის დამწერო! არაფრის ღირსები არ ხართ! ბიჭო, მთელი ევროპა აალაპარაკა უ19 და თვქნ ვინ ხართ? ნუ დებთ ქართველობაზე თავს რა! ყიფო წარმატებები შენს გუნდთან ერთად!
გულშემატკივარი!
02 სექტემბერი 2017 18:29
1
რომელი ევროპა აალაპარაკა და რითი?)))) შედეგით თუ თამაშით? არ დაგავიწყდეს გუნდმა ფინალურ ეტაპზე ითამაშა როგორც მასპინძელმა ქვეყანამ და მხოლოდ ერთი თამაში მოიგო!!! ძალიან მინდა დავუფასო ყიფიანს შედეგი და იქნებ მიკარნახო სად არის ან რა არის შენთვის შედეგი?
GRRR
03 სექტემბერი 2017 17:20
0
pirvel rigshi icit ratom xart federaciis xelmdzgvaneloba gadasayeneblebi?- am uazro komentaristvis. ras aketebt, aseti komentarit xalxis gulis mogebas cdilobt? ar grcxveniat? tqven tviton ar icit, rom aranairi nepotizmi ar aris?! zustadac, aseti jansagi da patiosani mwrtvnelebi jer ar gyoliat. am xalxs ras usment- abraxuneben uazro sityvebs! imis magivrad, rom cota xma amoigot da tqvat is, rac 100% is, rom ar arsebobs nepotizmi, dgaxart da usaqmur vai gulshematkivar profesorebs gamodziebas stabazobt. neta ras idziebt! jer tqveni gundis zurgi iyavit da mere moiget sxvisi guli! yvelaaori shedegis miuxedavad- saqartvelos fexburtis nakrebebshi nepotizmi ar arsebobs!!! tu ver daasaxeleben ver ert konkretul shemtxvevas, yvela amis damweri unda dasakot, motxovet pasuxi aucileblad ciliswamebistvis!!! moitxovet konkretuli faqti , rasac veranairad vet warmogidgene da aucileblad agebinet ciswame istvis pasuxi!!! vnaxot exla aba rogor moiqcevit!!!
bolo komentaris damwers!
02 სექტემბერი 2017 17:53
0
გამოიძახეს 2 გუნდის გასაყიდი ფეხბურთელები მოაშორედ გეგუჩაძე და მისი ბანდა სირცხვილიაა
kaxi
02 სექტემბერი 2017 14:40
0
იცით, მე მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ ,რომ ფულია მთავარი. ფული იქნება ,იქნება ძლიერი ჩემპიონატი. მაგარი მვრთნელიც გამოჩნდება და ფეხბურთელიც. ტოპმიოლერიც იყო,კუპერიც, ჟირესიც, სხვებიც მარა არაფერი!ფედერაციამ უნდა მოძებნოს ერთი ხუთი ფულიანი სპონსორი კი არა ,პატრონი რომელიც იყიდის კლუბს და ამით გადაწყდება პრობლემა, უნდა დავაინტერესოთ მდიდარი არაბები და იყიდიან ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნის-საქართველოს გუნდებს, მათთვისაც სახელია და რეკლამა. ხუთას ათას ლარს დავახარჯავო ტორპედოსო, ასე თქვა მისმა ახალმა პატრონმა, მაგ ფულით გუნდი არ გაკეთდება, 700 ათას ევროს პირდებოდა ხელფასს რუბინი ახალგაზრდა რომან ჭანტურიას ,თქვენთან წავიკითხე. ხოდა ვინ მოვა ძლიერი ჩვენს გუნდებში სათამაშოდ. არ ინერვიულოთ , მოვა დრო ყველაფერი კარგად იქნება !













ცვლილება
02 სექტემბერი 2017 12:08
0
რა უბედურებაა მარჯვენა მცველი მარცხნივ დააყენეს მერე მარჯვნივ დააყენეს მარჯვენა მცველი 2 ტაიმში წინ ასწიეს.. აპორნიზე უთამაშებელი კობაური გამოიყვანა... გეგუჩაძემ სასწრაფოდ უნდა შეცვალო შემადგენლობაა
kaxi
02 სექტემბერი 2017 10:53
0
ამათგან ფეხბურთელები არ გამოვა და თუ თავმოყვარეობა აქვთ სხვა საქმეს მოკიდონ ხელი სანამ ჯერ კიდევ აქვთ დრო
მურთაზი
02 სექტემბერი 2017 10:18
0
კალატბურთი, რაგბი, ჭიდაობა, სხვა სახეობის სპორტი საქართველოში აღარ არსებობს
ალეკსანდრე
02 სექტემბერი 2017 09:55
0
ადრეული წლები გამახსენდა ერთი მეზობელი მყავდა და როცა ჩვენ მეგობრები წუთებს ვითვლიდით დინამოს თამაშის რეპორტაჟის დაწყებამდე რო ერთად გვეყურა და სიამოვნება მიგვეღო ბიჭების თამაშის ყურებით ის არამცდა არამც არ უყურებდა და საერთოდაც მწყრალად იყო ფეხბურთის მიმართ ის იტყოდა ფეხბურთის ყურებას სვარკას რო უყურო ის მირჩევნიაო და გუშინდელი თამაშის ყურების მერე ბევრი ვიცინე და ზუსტად ერგება ის სიტყვები რას გავდა გუნდი თუ მას გუნდი ერქვა არც ჟინი არც ტაქტიკა მე ვერ დავინახე დაცვა ხომ საერთოდ მოშლილი არა და ჩვენი გუნდების დაცვა ხომ განთქმული იყო ევროპის მაშტაბით ხურცილავა ძოძუაშვილი ჩივაძე ხინჩიგაშვილი კოსტავა ჩოხელი მსფლიოს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა მასეთი დონის ფეხბურთელებს და ეზლა რა ჭირი გვეტაკა რო ვერა და ვერ აღიზარდნენ ნორმალური დონის დაცველები ბურთის უაზრო ტარება პასები ხომ საშინელი მოკლედ ვერა და ვერ დაადგა ქართულ ფეხბურტს საშველი და მართლაც მაგათ ყურებას სვარკას რო უყუროს კაცმა სჯობია
მურთაზ
02 სექტემბერი 2017 09:43
0
მოაცილეთ ეს ცხვრები ესენი ერთი ორი კაცის გამოკლებით საერთოდ გაგებაში არ არიან ამათ იმედათ უნდა ვიყოთ და ამათ საყურებლად უნდა ვიაროოთ? ორი ლარი ვინმე გაჭირვებულისთვის მიმეცა გუშინ არ ჯობდაა? სამშობიაროს გუნდია ზუსტადაც.
გორი
02 სექტემბერი 2017 09:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული