ამიერიდან, საქართველოში 15 წლამდე ასაკიდან 21 წლამდე ასაკის ჩათვლით, 7 დამოუკიდებელი ასაკობრივი ნაკრები იქნება, რაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში სანაკრებო შეკრებების ჩატარებას, ამხანაგური მატჩების დაგეგმვას და კონკურენტუნარიანი ნაკრების შექმნას გულისხმობს. ეს თავისთავად გაზრდის შანსს, რომ ასაკობრივ ნაკრებებში დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეებმა არა მხოლოდ ასაკობრივ გუნდს მოუტანონ წარმატება, არამედ საბოლოოდ 21 წლამდე და მომავალში ეროვნულ ნაკრებს.
ახალი გეგმის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს 20-წლამდელთა
19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს. ასევე უკვე დაკომპლექტდა 15-დან 18 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები.
18-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე
17-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე
16-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე
15-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური
სისტემა იყოფა სამ ძირითად ნაწილად, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად 15-დან 17 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელების მონაცვლეობას. აგრეთვე, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელების იმავე პრინციპით გადაადგილებას.
აღნიშნული სქემა იქნება გარანტი იმის, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს ჰქონდეს უწყვეტი ჯაჭვი და მწვრთნელები ფლობდნენ სრულ ინფორმაციას მათ გუნდში გამოძახებულ თითოეულ მოთამაშეზე.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით