17-წლამდელთა ნაკრები ბელორუსთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევროშესარჩევი ციკლისთვის მზადების პროცესში, 1-ელ და 3 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ბელორუსთან. პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო მეორე - "დავით პეტრიაშვილზე".

გიორგი ნემსაძემ უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც შეკრებას გაივლიან და ბელორუსთან სათამაშოდ მოემზადებიან:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);

მცველები: ანრი მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ზურაბ ბაქრაძე
(ლოკომოტივი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ლუკა შვარცი (კარლსრუე), გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), ზურაბ დავითაშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელ საათზეა ბელორუსთან დღევანდელი თამაში?
paata
13:14 01-10-2017
0

სიახლეები პოპულარული