შეხვედრა ქალაქ ოლბორგის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება. თამაშს ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა, დენის ჰიგლერის ხელმძღვანელობით განსჯის.
დანიურ მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო "საბურთალოს" ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი და იტალიური "პრატოს" ფორვარდი რომან ჭანტურია გამოაკლდნენ. ამავე მიზეზით თავიდანვე გამოირიცხა ლუკა ლაკვეხელიანის ("საბურთალო") თამაში.
შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ჯგუფში პირველი თამაში შინ პოლონეთთან დათმო (0:3) და უქულოდაა. დანიასთან გასვლითი
საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო);
მცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გურამ გიორბელიძე (სიონი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელორუსი);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო).
U21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. III ჯგუფი
6 ოქტომბერი
დანია-საქართველო 20:00
პოლონეთი-ფინეთი 20:00
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 2 2 0 0 9-0 6
2. პოლონეთი 1 1 0 0 3-0 3
3. ლიტვა 2 1 0 1 3-6 3
4. ფინეთი 1 0 1 0 1-1 1
5. ფარერები 3 0 1 2 1-7 1
6. საქართველო 1 0 0 1 0-3 0