U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: დანია-საქართველო 5:2

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, ბოლოადგილოსანმა საქართველოს ნაკრებმა ლიდერ დანიასთან დიდი ანგარიშით წააგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფის ერთადერთი უქულო გუნდი იყო, დანია კი, 6 ქულით, ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ დანიაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს.

დანიამ პირველი ტაიმი ინგვარტსენისა და დეულუნდის გოლებით მოიგო. მე-2 ნახევარში, კვლავ ინგვარტსენისა და ლარსენის გოლებით, ანგარიში 4:0 გახდა.

შეხვედრის მიწურული გოლების სიუხვით გამოირჩა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბექა მიქელთაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ერთ წუთში, სკოვმა ოთხბურთიანი სხვაობა
აღადგინა, ხოლო კიდევ ერთ წუთის გასვლის შემდეგ, მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დანია U21 - საქართველო U21 5:2
საქართველო U21:
კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69)
გოლები: 1:0 ინგვარტსენი 7, 2:0 დეულუნდი 21, 3:0 ინგვარტსენი 50, 4:0 ლარსენი 60, 4:1 მიქელთაძე 83, 5:1 სკოვი 84, 5:2 მიქელთაძე 85
მკითხველის კომენტარები / 20 /
ესეა როცა კორპუფცია ჭამს ფეხბურთს იქ შედეგი მეორეხარისხოვანია. ეს საბურთალოა თუ დიღომის სკოლა მარტო ფეხბურთელების გაყიდვაზე ფიქრობს და ათამაშებენ მაგ სკოლის უნიჭო ფეხბურთელებსაც მანდ რომ მერე გაყიდონ სარფიანად ესააა და ეს
lasha
11 ოქტომბერი 2017 11:55
0
ნაკრები მწვრთნელის გარეშე წავიდა?
iko
08 ოქტომბერი 2017 15:24
0
რომელი კარგი შემადგენლობა?? წინა შემადგენლობის იმედი მართლა მქონდა, მაისურაძის ბიჭებს დამატებული ცეცაძის 19წლამდელის თაობა და ეხლანდელ ნაკრებს შემცვლელები კი არა ძირითად 11ს ვერკრავ...

დაცვა: კაკაბაძე-გეგეჭკორი-გადრანი-სანდოხაძე-ცნობილაძე-დვალი-ჭანტურია-უბილავა-თევზაძე
ნახევარდაცვა: გვილია-ცინცაძე-აბურჯანია-ენდელაძე-ლობჟანიძე-პაპუნაშვილი-მარკოზაშვილი-გოროზია-ხარაიშვილი-კიტეიშვილი
თავდასხმა: არაბული-კაჭარავა-ზივზივაძე-ფანცულაია
გიორგი
08 ოქტომბერი 2017 10:08
0
სამაგიეროდ ხო მოიშორეს ყველა მწვრთნელი ვინც მათ ნავში ისხდა არჩევნებზე?...
guga
07 ოქტომბერი 2017 23:28
0
თუ ესენი საქართველოში საუკეთესოები არიან მაშინ ვერ ყოფილა ჩვენი ფეხბურთის მომავალი კარგად
მურთაზი
07 ოქტომბერი 2017 21:17
0
ვინც აკომენტებთ თქვენი ასაკი მაინტერესებს ისეთი შთაბეწდილება მრჩება რომ ეხლა დაიწყეთ ფეხბურთის ყურება U21 ამაზე ბევრად ძლიერი სასტავით აგებდა Georgia U21 0-6 Netherlands U21 რამის ეროვნული ნაკრების სასტავით წაგებული მატჩი Georgia U21 2-5 Spain U21,Spain U21 5-0 Georgia U21,Georgia U21 0-3 Luxembourg U21,Georgia U21 1-3 Slovakia U21,და უამრავი კიდე მინიმალური ანგარიშით წაგებული მატჩები სადაც გეგუჩაძე არ ყოფილა გეგუჩაძეზე უკეთ არცერთმა მწვრთნელმა არ იცის ქართული ფეხბურთი კი სცოდავდა ზესტაფონშიც მაგრამ არა ისე რომ სახლში 0-3 პოლონეთთან და გასვლა 5-2 დანიასთან მე გასაკვირს ვერაფერს ვხედავ რამე ახალი მოხდა რაც აქამდე არ ხდებოდა ? ამას დამატებული საკმაოდ კარგი გუნდი შერჩეული ბევრ რამეს შეიძლება დავაბრალოთ შეუთამაშებლობა გამოუცდელობა და აშკარად ეროვნული ჩემპიონატის ძალიან დაბალი დონე ეს გუნდი ათამაშდება რა თქმა უნდა ამ შესარჩევში აუცილებლად იქნება 1,2 ხმაურიანი მოგება მაგრამ რა ხეირი
თორნიკე
07 ოქტომბერი 2017 13:19
3
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ გეგუჩაძეს მანდ არავინ არაფერს ეკითხება, მანდ გადაწყვეტილებას საბურთალოს გენერალი ჭიაბრიშვილი იღებს და შედეგი ეგ უკვე მეორე საკითხია კიდევ სად მოგვისვრიან!
ომარი73
07 ოქტომბერი 2017 13:18
0
ამ ამბავს ძალიან ღრმა ფესვები აქვს, აქ ყველაფერი იწყება 10 -12 წლის ასაკიდან, დაარქმევენ ბავშვებს ნიჭIერებს, რომლებიც აუცილებლად დინამოშI უნდა იყვნენ და ცოტა საბურთლოში , ამ ასაკიდან იწყება ჩაწყობა, მერე გვერდით აღარ იყურებიან, ბავშვტა წლებია, იქნბ ვინმემ მოუმატა თამაშს, იქნებ ვინმემ ამათ გადაასწროთ , მაგრამ ეს უკვე აღარ აინტერესებთ, მერე დინამო- საბურთალოს ბიჭები გასაყიდი ყავთ და Yველა ტურნირზე დაატარებენ, სამწუხარო რეალობა ესაა, მწვრთნელებს არაფერი არ ეკითხებათ, იმიტომ ყავთ ეს უპრინციპო ხალხი მწვრთენელბათ, ისინიც მხოლოდ თავის ჯამაგირზე ფიქრობენ, მოკლედ ტყუილად ვიშLიტ ნერვებს, არაფერი არ ეშველება , ჯერ ჯერობით ასეა, მე შOრს ვარ იმ აზრისგან რომ კობიაშვილს ეს ყველაფერი მოსწონდეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია
???aloSI
07 ოქტომბერი 2017 10:43
1
მეორე საკითხიც არის აქ, 21 წლამდელებია და 17 18 და 19 წლის ბავშვები თამაშობენ , თუმცაღა მაინც მწვრთნელს ვაბრალებ მეც ამ ანგარიშს, მაინც შეიძლებოდა წაგვეგო მაგრამ 3:2 ან ფრე მაინც დაგვესვა 2:2 , პოლონეთთან მაინც არ უნდა წაგვეგო სახლში, თან 0:3...
ვახტანგი
07 ოქტომბერი 2017 10:21
1
ესენი ხომ საერთოდ ფეხბურთის გარდა ყველაფერს აკეთებენ....თავში აუვარდათ ზოგიერთებს,უკვე ვარსკვლავები გონიათ თავები.....გეგუჩაძე არ არის სანაკრებ დონის მწვრთნელიიი...ზესტაფონიიია მაგის მაქსიმუმი...გუგავა დანიშნეთ,ის მაინც მოვააააა
patrioti
07 ოქტომბერი 2017 09:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული