U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: დანია-საქართველო 5:2

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, ბოლოადგილოსანმა საქართველოს ნაკრებმა ლიდერ დანიასთან დიდი ანგარიშით წააგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფის ერთადერთი უქულო გუნდი იყო, დანია კი, 6 ქულით, ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ დანიაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს.

დანიამ პირველი ტაიმი ინგვარტსენისა და დეულუნდის გოლებით მოიგო. მე-2 ნახევარში, კვლავ ინგვარტსენისა და ლარსენის გოლებით, ანგარიში 4:0 გახდა.

შეხვედრის მიწურული გოლების სიუხვით გამოირჩა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბექა მიქელთაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ერთ წუთში, სკოვმა ოთხბურთიანი სხვაობა
აღადგინა, ხოლო კიდევ ერთ წუთის გასვლის შემდეგ, მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დანია U21 - საქართველო U21 5:2
საქართველო U21:
კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69)
გოლები: 1:0 ინგვარტსენი 7, 2:0 დეულუნდი 21, 3:0 ინგვარტსენი 50, 4:0 ლარსენი 60, 4:1 მიქელთაძე 83, 5:1 სკოვი 84, 5:2 მიქელთაძე 85
მკითხველის კომენტარები / 20 /
ესეა როცა კორპუფცია ჭამს ფეხბურთს იქ შედეგი მეორეხარისხოვანია. ეს საბურთალოა თუ დიღომის სკოლა მარტო ფეხბურთელების გაყიდვაზე ფიქრობს და ათამაშებენ მაგ სკოლის უნიჭო ფეხბურთელებსაც მანდ რომ მერე გაყიდონ სარფიანად ესააა და ეს
lasha
11:55 11-10-2017
0
ნაკრები მწვრთნელის გარეშე წავიდა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული