U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: დანია-საქართველო 5:2

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, ბოლოადგილოსანმა საქართველოს ნაკრებმა ლიდერ დანიასთან დიდი ანგარიშით წააგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფის ერთადერთი უქულო გუნდი იყო, დანია კი, 6 ქულით, ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ დანიაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს.

დანიამ პირველი ტაიმი ინგვარტსენისა და დეულუნდის გოლებით მოიგო. მე-2 ნახევარში, კვლავ ინგვარტსენისა და ლარსენის გოლებით, ანგარიში 4:0 გახდა.

შეხვედრის მიწურული გოლების სიუხვით გამოირჩა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბექა მიქელთაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ერთ წუთში, სკოვმა ოთხბურთიანი სხვაობა
აღადგინა, ხოლო კიდევ ერთ წუთის გასვლის შემდეგ, მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დანია U21 - საქართველო U21 5:2
საქართველო U21:
კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69)
გოლები: 1:0 ინგვარტსენი 7, 2:0 დეულუნდი 21, 3:0 ინგვარტსენი 50, 4:0 ლარსენი 60, 4:1 მიქელთაძე 83, 5:1 სკოვი 84, 5:2 მიქელთაძე 85
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვერ აყენებს სასტავს გეგუჩაძე ვერაააააააა!!!!! მასე თუ გაგრძელდა მალე ფარერებიც მოგვიგებნ!!!
გერი
22:14 06-10-2017
0
ამ ამბავს ძალიან ღრმა ფესვები აქვს, აქ ყველაფერი იწყება 10 -12 წლის ასაკიდან, დაარქმევენ ბავშვებს ნიჭIერებს, რომლებიც აუცილებლად დინამოშI უნდა იყვნენ და ცოტა საბურთლოში , ამ ასაკიდან იწყება ჩაწყობა, მერე გვერდით აღარ იყურებიან, ბავშვტა წლებია, იქნბ ვინმემ მოუმატა თამაშს, იქნებ ვინმემ ამათ გადაასწროთ , მაგრამ ეს უკვე აღარ აინტერესებთ, მერე დინამო- საბურთალოს ბიჭები გასაყიდი ყავთ და Yველა ტურნირზე დაატარებენ, სამწუხარო რეალობა ესაა, მწვრთნელებს არაფერი არ ეკითხებათ, იმიტომ ყავთ ეს უპრინციპო ხალხი მწვრთენელბათ, ისინიც მხოლოდ თავის ჯამაგირზე ფიქრობენ, მოკლედ ტყუილად ვიშLიტ ნერვებს, არაფერი არ ეშველება , ჯერ ჯერობით ასეა, მე შOრს ვარ იმ აზრისგან რომ კობიაშვილს ეს ყველაფერი მოსწონდეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია
???aloSI
10:43 07-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული