10:09 11-10-2017
U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]
AutoSharing Option
ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.
ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.
ჯგუფიდან გასვლას ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.
კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...
მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!
ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!
მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.
გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.
არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.
სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?
დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.
ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...
U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).
სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0
მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
თქვე უნამუსოებო, თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ უკვე მოყვარული ფეხბურთელები გიგებენ, გაგიგდეს ერთ ადგილზე, ოღონდ სადმე მოხვდეთ ფული რომ გქონდეთ,მერე მანქანა, დალევა, გოგოები და არც ნარკოტიკზე ამბობთ უარს, ეგაა თქვენი მიზანი ფუი თქვენს კაცობას, ახლა ზოგიერთებმა არ დამიწყოთ არ არის მასეო, მოკლეს და დამარხეს ქართული ფეხბურთი ამ უგვანოებმა და ხვადაგებმა.
16
0
ამას ნამდვილად არ ველოდი, სირცხვილი, ამის ქვევით სადღა უნდა დაეშვეს გუნდი? ფარერების დასაცინიც გავხდით; დაშალედ ეს სამარცხვინო გუნდი!
24
0
ფეხბურთი საქართველოში არაა,რაფრის მაქნისების ხელში ვართ,საქართველოში ფეხბურთი არის ნოლი,სასწრაფოთ მოსაშორებელია კობიაშვილი და მისი ბანდა
12
1
სტატიის ავტორს დიდი მადლობა მართლა რეალურად არის აღწერილი ჩვენი დღევანდელი საფებურთო ( და ვინ იცის არა მარტო ) მდგომარეობა. ძალიან კარგად ჩანს ჩვენი როგორც ქართველი ერის ხასიათი მაგ თამაშში.
10
0
გუშინ ვუსმინე კობიაშვილის დემაგოგიას.კაცს არც განათლება აქვს და არც ინტელექტი,თან ეტყობა ნამუსთანაც მწყრალადაა.გადადგეს სასწრაფოდ სანამ ჩვენ თვითონ არ გაგვიპანღურებია.
17
2
შუბლის ძარღვი ბიძიკო, შუბლის ძარღვი. ერთი თეთრიც აღარ მისცეთ მაგენს . უფულოთაც წააგებ ყველასთან. ეს ვაი ტალანტები ესენი
17
0
უკვე დამკვიდრდა თანამედროვე საქართველოში რომ ფეხბურთი გადაიქცა ერის სირცხვილად. ჰოდა, კმარა მისი დაფინანსება ჩვენი გადახდილი ფულებით!
20
0
ani-ს. სუსკაც რა და ასევე გადაეცი შენს ფავორიტ მწვრთნელს. არ თარგმნო. ესმის ეს ენა მამაპარურად.
7
0
Ashkara gayiduli tamashi parerebtan, kargad darigebulebivit tamashobdnen, plus aketeben, statistikas gadaxedet 18 jer daartyes karisken da aqedan 1 moartyes karshi, specialurad artyavdnen arazustad
3
1
ამ ყველაფრის თავი და თავი ფედერაციაა, საერთოდ ყველაა გასაშვები, ეს უსინდისობაა
14
1
< წინა12345678შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული