"ბორჯღალოსნები" 2024 წლის შემოდგომის პირველი შეხვედრისთვის საფრანგეთში ემზადებიან. მათი მეტოქე ახალი ზელანდიური "ოლ ბლექს XV" იქნება,რომელსაც მონპელიეში ჩვენი დროით 17 საათზე ვეთამაშებით.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული რაგბის 35-წლიან ისტორიაში ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო თასს მიღმა აქამდე არასდროს გვითამაშია. მსოფლიო თასზე კი "ოლ ბლექსს" 2015 წელს შევხვდით და მომავალმა ჩემპიონმა 43:10 იმარჯვა, თუმცა ქართველების თამაშმა საერთო მოწონება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც ქართული რაგბის ლეგენდა, მამუკა გორგოძე გახდა.

რაც შეეხება "ოლ ბლექს XV"-ს, ის 2022 წელს შეიქმნა და მასში მთავარი გუნდის უახლოესი რეზერვი თამაშობს, მიზნად კი ყველა მატჩში გამარჯვება აქვს დასახული. "ოლ ბლექს XV" ყოველ წელს ორ-ორ თამაშს მართავს და აქამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან ოთხი აქვს მოგებული. 2022 წელს, სადებიუტო მატჩში მან ირლანდია ა 47:19 დაამარცხა, ერთი კვირის თავზე კი "ბარბაროსებთან" 31:35 დამარცხდა.

შარშან ზელანდიელები იაპონიას ეწვივნენ და ჯერ მისი მეორე გუნდი დაამარცხეს 38:6, მერე კი ეროვნულ ნაკრებს სძლიეს 41:27.

გასულ შაბათს, 2 ნოემბერს "ოლ ბლექს XV" ირლანდიურ "მანსთერს" გადაჭედილ "ტომონდ პარკზე" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 38:24 გაიმარჯვა. სტუმრები მაღალ ტემპში განხორციელებული ხელდახელ შეტევების შედეგად, ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შესვენებამდე ორი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახეს.

შესვენების შემდეგ ზელანდიელებმა ძალისმიერი ლელო გაიტანეს, ხოლო მერე ლამაზი შეტევა დააგვირგვინეს ლელოთი. "მანსთერმა" ორივეჯერ უპასუხა და 75-ე წუთამდე 2-ქულიან სხვაობას ინარჩუნებდა, თუმცა მერე კონტრშეტევების შედეგად ორი ლელო გაუშვა და 14 ქულის სხვაობით დამარცხდა.

Rugby.ge

სოსო
ზელანდიის ნებისმიერი ნაკრები,ძალიან სერიოზული გამომცდელი იქნება,ჩვენი ბიჭებისათვის.მათ პირველი თამაში უკვე ჩაატარეს და სწრაფ შეტევებთან ერთად,ძალისმიერი ლელოც გაუტანიათ.რაკი ეროვნული ნაკრები არ არის,ალბათ მატჩის შედეგი რეიტინგის მაჩვენებელში არ შევა,ეს კი ჩვენ ბიჭებს უფრო თამამად თამაშის საშუალებას მისცემს.ზელანდიელებთან შეუძლებელია სანახაობრივი თამაში არ წავიდეს,ჰო და ჩვენც ვისიამოვნოთ და კარგ თამაშში წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს.იმასაც ვნახავთ,რა შეგვიძლია და იმასაც,სად გვიჭირს.საერთოდაც ეს მატჩები რიჩარდ კოკერილის ერთწლიანი მუშაობის დათვალიერებადაც შეიძლება შევაფასოთ.უკვე გამოჩნდება,სად,როგორი რაგბისკენ მიჰყავს,ჩვენი ნაკრები.იტალიელებმა აქამდე არნახული ფორმა აკრიფეს და მათთან თამაშიც ძალიან საინტერესო და პრინციპული უნდა გამოვიდეს.ახლაც თუ შევძელით გამარჯვება,ეს უკვე იმის ნიშანი იქნება,რომ პრაქტიკულად 6 ერის დონესთან ვართ მისულები. დღევანდელი იტალია,6 ერში,უკანასკნელი აღარ არის და მასტან შეხვედრა,ამით კიდევ უფრო პრინციპული ხდება.
სოსო
აქვე,დაბლა,სადაც კომენტარი დაწერე,იმის დაბლა,მატჩების აფიშა ჩანს,სადაც გაუხსნელადაც იკითხება,რომ თამაში,10 ნოემბერსაა,თუმცა დაწყების დროდ,16 საათი უწერიათ.
jejelava
კარგი თამაში იქნება და მაყურებელიც ბევრი ეყოლებათ, სტადიონზეც და ტელევიზიითაც. ბევრი ასეთი თამაში გვინდა!
სერგო
მაგრამ რონალდოს ცოლის დაზე ყველაფერი ზუსტად იციან
დათა
არ იციან და რა თქვან.
დდდ
არც თარიღი გიწერიათ, არც რეპორტაჟზე ძრავთ სიტყვას... თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით წერთ...
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველოს ნაკრები "ოლ ბლექს XV"-თან 13:31 დამარცხდა [VIDEO]
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილის პირველი საშემოდგომო რაზმი
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა