U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
როგორც ფეხბურთელი ძალიან ძლიერი იყავი ბატონო კობიაშვილო და ეს ყველას გვეამაყებოდა, მაგრამ როგორც ფედერაციის პეზიდენტი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თქვენთვის ბრძანდებით ნოლი. ამიტომ ჩემო ლევან თქვენ და მთელმა ფედერაციამაც უნდა დატოვოთ პოსტი და თან გაიყოლოთ ვაისია თუ უისი, გეგუჩაძე და სხვებიც. ისე გეგეჩაძის ადგილზე რომ ვიყო საქართველოში დაბრუნების შემრცხვებოდა კარგა ხანს! ვაი სირცხვილო! სად უნდა გამოყოთ თავი!სამარცხვინო ისტორიაა დაწერილი და რაც მალე მოშორდებით უფრო გაპატიებთ ხალხი!
თეიმურაზ ტეფნაძე
11 ოქტომბერი 2017 12:46
0
სტატიას როცა წერთ იქნებ დასვათ საკითხი ცოტა მკაცრად!!!! ფეხბურთელებს რო შEაწმინდე ხელი სტატიის ავტორო რატო არ აყენებ სამწვრთნელო შტაბის პასუხისმგებლის საკითხს წინა პლანზე? სამივე თამაში ფეხბურთელების ბრალია?
საკუთარ თავზე შEყვარებული მარტო ეს ბავშვები არიან? იქნებ მაგათი ბრალია მარტო ესეთ დღეში რო ვართ? ვაი პატრიორტები და საკუთარ თავზე შეყვარებულები მარტო ამ ბავშვებში დაინახე? სირცხვილია რა რასაც თქვენ წერთ
არც პრესაა ჩვენთან მოწოდების სიმაღლეზე
khareba
11 ოქტომბერი 2017 12:34
7
თამაშს უყურა, ვინც აქ ილანძღება ბავშვების მისამართით? გეგუჩაძე რომ სანაკრებო მწვრთნელი არაა, ეს ანგარიში რომ სამარცხვინოზე მეტია, ქართულ ფეხბურთს დედა რომ არ ჰყავს და დღევანდელი ფედერაციის დედისნაცვლობით არც არასდროს ეყოლება, ეგ გასაგებია. მაგრამ ჩაკვეტაძესა და არაბიძეს რას ერჩით?! ერთი წამით არ გაჩერებულა არც ერთი და არც მეორე, არც დაღლა შემიტყვია და არც დაზარება! ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ასეთი ფედერაციის და მწვრთნელის გადამკიდე კი საერთოდაც არაფრისგან არ ხარ დაზღვეული. თუ ოდესმე გვეღირსა რამე ღირებულის მიღწევა, არაბიძისა და ჩაკვეტაძისნაირი ინდივიდუალისტების წყალობით გვეღირსება, რადგან ეგ არის ქართული ფეხბურთის მთავარი სიმდიდრე და ამიტომ გულშემატკივარს ვურჩევდი, ამ ბიჭების დადანაშაულებისგან და მით უფრო ლანძღვისგან თავი შეეკავებინა. 18-19 წლის ბიჭებზეა საუბარი, გაითვალისწინეთ!
cotne
11 ოქტომბერი 2017 12:32
12
ცოტნე-ს! 18-19 წლის ბიჭი აგერ 160 მილიონად გაიყიდა, ახლა არ თქვა, რომ ეს ერთეული შემთხვევაა, გადახედე მსოფლიო ფეხბურთს- 18-19 წლის ბიჭები სერია ა-ს, პრემიერლიგას, ლა ლიგას და სხვა ჩვენზე ბევრად ძლიერ ჩემპიონატს თამაშობენ. ახლა თქვენი საუბარი პატივცემულო ცოტნე იცით რას გავს? საქართველოში დედა რომ შვილს 40-წლის ზემოთაც "ჩემი ბავშვიო" რომ მოიხსენიებს. ამ ასაკში უნდა "ხევდეს" ახალგაზრდა......
gela gloveli
11 ოქტომბერი 2017 19:36
0
აი ცუდად არ გეუბნები ჯიგარო მარა მართლა საქართველო ფარერების თამაშს უყურე?
cotnes
11 ოქტომბერი 2017 15:11
0
ყველა გამოხმაურება
მოდი რა, ჩაატაროს ვინმემ გამოკითხვა, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ფეხბურთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან
gt
11 ოქტომბერი 2017 12:29
1
როგორც ფეხბურთელი ძალიან ძლიერი იყავი ბატონო კობიაშვილო და ეს ყველას გვეამაყებოდა, მაგრამ როგორც ფედერაციის პეზიდენტი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თქვენთვის ბრძანდებით ნოლი. ამიტომ ჩემო ლევან თქვენ და მთელმა ფედერაციამაც უნდა დატოვოთ პოსტი და თან გაიყოლოთ ვაისია თუ უისი, გეგუჩაძე და სხვებიც. ისე გეგეჩაძის ადგილზე რომ ვიყო საქართველოში დაბრუნების შემრცხვებოდა კარგა ხანს! ვაი სირცხვილო! სად უნდა გამოყოთ თავი!სამარცხვინო ისტორიაა დაწერილი და რაც მალე მოშორდებით უფრო გაპატიებთ ხალხი!
თეიმურაზ ტეფნაძე
11 ოქტომბერი 2017 12:26
4
ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც!!!!!

ზუსტად ისეთი ფეხბურთი გვაქ როგორიც ჟურნალისტები გყავს

აი ასე წერს ეს სტატიის ავტორი - ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედა და მამა)))))))
sircxviliaaa!!!
11 ოქტომბერი 2017 12:26
4
ეს უკვე არის კატასტროფა! ეხლა მაინც ვერ იტყვიან რომ ფეხბურთელები არ გვყავს და ფარერებს უკეთესი შემსრულებლები ჰყავთ ან ჩემპიონატის დონეა უფრო მაღალი..
როცა გუნდში გყავს არაბიძე, ჩაკვეტაძე, ხარაიშვილი და ერთხელ ურტყამ კარში ეს არის მარაზმი! ამ შემადგენლობით ვერ ვუგებთ მოყვარულებს, მეთევზეებს და დურგლებს.. აქ არც ფედერაციაა დამნაშავე, არც სხვა ვინმე, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს. გეგუჩაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს და თავისი ხიზანიშვილიანად წაბრძანდეს ნაკრებიდან. მან ვერ შეძლო ასეთი კარგი შემადგენლობის რეალიზაცია და შეგვარცხვინა საქვეყნოდ!
georgian
11 ოქტომბერი 2017 12:25
1
გეგუჩაძემ უთხრა არაბიძეს ჩაკვეტაძეს და ხარაიშვილს გოლი არ გაიტანოთო? საქმე იმაშია რომ აზრზე არ არიან ფეხბურთის არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელები, უბრალოდ აქ საქართველოში კარგ პიარს უკეთებენ ეს ვითომ ჟურნალისტები და ვითომ მენეჯერები!
Gio
11 ოქტომბერი 2017 17:54
0
17 ნომერი დაცვაში რო აზრზე არაა ამას მწვრთელი ვერ ხედავს? მაშინ დაახვიოს...
17 ნომერი აზრზე არაა...
11 ოქტომბერი 2017 12:25
0
5 ნომერი ხომ გაგონებს კანავაროს?!)))
Gio
11 ოქტომბერი 2017 17:45
0
კარგიტ რა ხალხნო რა აგრესიაა ფარერებთან წავაგეთ ესპანეთთან ინგლისთან და იტალიასთნ ხო არ წაგვიგია არა :D
ნოდო
11 ოქტომბერი 2017 12:22
1
ფული გიყვართ ფედერაციაში და საქმეს რო ვერ აკეთებთ ეგ როგორაა!
კობიაშვილs
11 ოქტომბერი 2017 12:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული