გიორგი ნემსაძე: ახლა მიწაზე დავეშვებით

AutoSharing Option
თვის ბოლოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თბილისურ შესარჩევ ციკლს იწყებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალიის, ჩერნოგორიისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.

ცოტა ხნის წინ, ქართველმა ჭაბუკებმა გენერალური რეპეტიცია ბელარუსთან თბილისურ ამხანაგურ შეხვედრებში გაიარეს. ორივე თამაში 1:2 წავაგეთ, მაგრამ ამ ეტაპზე, შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, როგორ ფორმაში ხვდება ჩვენი გუნდი შესარჩევ ციკლს.

"ლელო" ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა და სიტუაციის შეფასება სთხოვა...

"ორი შეხვედრა ჩავატარეთ ბელარუსის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან და ორივეში დავმარცხდით. რა თქმა უნდა, შედეგი ფეხბურთში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია,
მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი სხვა რამ იყო - მინდოდა, მენახა, როგორ ფორმაში არიან ტურნირის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ჩვენი ფეხბურთელები...

უნდა ვთქვა პირდაპირ, რომ ამ ეტაპზე ზოგიერთმა მათგანმა ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ გამოასწორონ მდგომარეობა. დიდი იმედი მაქვს, შესარჩევი ციკლის დაწყებისთვის ყველა მოთამაშე ბოლომდე მზად იქნება...

ჩვენ, როგორც იცით, ბოლო მატჩები წარმატებით ჩავატარეთ. ტურნირიც მოვიგეთ. ალბათ, ბელარუსთან წაგებული ამ ორი მატჩის შემდეგ მიწაზე დავეშვებით. ხანდახან, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოვლენებს საღი თვალით შეხედო...

ამ ეტაპზე თითქმის არ გვაქვს ტრავმები და ძალიან მინდა, ასე გაგრძელდეს შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. აქ არ ვგულისხმობ მიკროტრავმებს, რომელიც ფეხბურთელის მუდმივი თანმდევია. ერთადერთი, ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ჯანგიძე ვერ დაგვეხმარება. ძალიან კარგი მცველია, მისი დიდი იმედი გვქონდა, თუმცა უცბად აიყარა ტანი, ტკივილები აწუხებს წელის არეში და ვერ ითამაშებს.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, როგორც იცით, იტალიას, ჩერნოგორიასა და ლატვიას უნდა ვეთამაშოთ. ვერ ვიტყვი, რომ ამ დროისთვის მათზე ამომწურავი ინფორმაცია მაქვს, თუმცა ყველა მათგანს ნორმალურად ვიცნობ.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი შესარჩევი ბარიერის დაძლევაა. ამისთვის გუნდი ყველაფერს გააკეთებს", - გვითხრა გიორგი ნემსაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვის მოუგო ამ ნაკრებმა? რომელი ტურნირის მოგებაზე ლაპარაკობს ეს კაცი?
iuve
17 ოქტომბერი 2017 10:53
0
ვუყურებდი ამ ასაკობრივთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ირანი გერმანიის ნაკრებების მატჩს, რომელიც ირანის ნაკრებმა მოიგო 4-0, სიამოვნება იყომათი ყურება ესენი კი ბელსრუსის ან მოლდოვის ნაკრებს ვერ უგებე და რაზეა ლაპარაკი?
kako
17 ოქტომბერი 2017 10:51
0
მე მოლდოვას ან გიბრალტარს ავირჩევდი უფრო ძლიერია
ebbe sandi
17 ოქტომბერი 2017 10:46
0
ამდენი გამარჯვების შემდეგ დაეშვებოდით აპა რას იზამდით
999
17 ოქტომბერი 2017 10:45
0
თუ იმედები გაგიცრუეს ისევ ის სასტავი აგყავს!? მაგრამ რას იზავ ბევრჯერ შეგაწუხეს ზარებით! ცოდოა ეს კაცი უარს ვერ ეუბნება!!!!
სახელსაც აზრი არ აქვს
16 ოქტომბერი 2017 15:28
0
ანუ რას ამბობს, კიდევ კარგი წავაგეთ თორე ამდენი გამარჯვებებით თავბრუ გვქონდა დახვეულიო. ჰა ჰა ბაზა, მგონი ბელაია დ აეწყო ამ საცოდავს , ხმამაღლა მეცინება
???
16 ოქტომბერი 2017 02:14
0
საშა ჩივაძის, ძოძუაშვილის, გუცაევის, ცხონებული ყიფიანისგან მწვრთნელობისას სუსტი შედეგები რატომ უნდა აგვეტანა მეტ-ნაკლებად მესმოდა - ფეხბურთელობისას მაინცა გაგვახარეს და ლეგენდები იყვენენ. ესენი არც მაშინ ვარგოდნენ და არც ახლა. კალაძის ძმაკაცობის გამო ვიტანთ?
ლევანი
15 ოქტომბერი 2017 22:17
0
პილოტი ხომ გვაყვავს, ყოჩაღი?ჰააა.,,პასადკა ნა კოჯორი''.. მაგის მეტი არ გაფრინდეთ. ფეხბურთია ფედერაციავ.. მთელი ფეხბურთელებიანათ.,,ვაი, თქვენს პატრონს???''მარა....სადაააააა?
Giguha
15 ოქტომბერი 2017 20:43
0
კონსულტანტად 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი დანიშნეთ.კარგად იცის ზედიზედ სამი თამაში როგორ წააგოს.
niko
15 ოქტომბერი 2017 18:17
0
ამდენ ხანს სად იყავი რო?
უპაწტრონოები
15 ოქტომბერი 2017 18:11
0

სიახლეები პოპულარული