ქობულეთის "შუქურას" მარჯვენა მცველთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 21-წლამდელთა ნაკრების არასასურველ გამოსვლასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერეთ. რომან ჩაჩუა ფარერებთან შეხვედრაში სათადარიგო შემადგენლობაში იყო.
- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]
- როგორ შეაფასებდი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში?
- რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შევაფასებ, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით გ
- რას ფიქრობ, რამ გამოიწვია მარცხი ფარერებთან?
- ვერ გეტყვით, რომ ყველანი მზად ვიყავით ამ თამაშისთვის, მაგრამ ზოგჯერ ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც გეგმავ. გვესმის გულშემატკივრის და ბოდიშს ვუხდით ასეთი შედეგისთვის. ჩვენ გვაქვს იმის ძალა და რესურსი, რომ მომავალ მატჩებში ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ.
- რას ფიქრობ, შეძლებს საქართველოს ნაკრები სიტუაციის გამოსწორებას?
- მომდევნო ორი თამაში დაგვანახებს იმას, თუ რა შანსი იქნება. ჩვენ ვეცდებით, რომ წარმატებულად დამთავრდეს ეს თამაშები და შანსი დავიტოვოთ ჯგუფიდან გასასვლელად.
- როგორია შენი როლი ნაკრებში, რას ფიქრობ, შეძლებ სათადარიგო შემადგენლობიდან ძირითადში მოხვედრას?
- პირველ რიგში, ჩემთვის საპასუხისმგებლოა, რომ ნაკრებში მიწვევენ და ვიქნები თუ არა ძირითადში, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. თუ მომეცემა შანსი, ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო.
- რას გვეტყვი გია გეგუჩაძეზე, როგორი მწვრთნელია?
- ბატონი გია ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში და ძალიან კარგი პიროვნებაა. მას არაერთი კარგი ფეხბურთელი აღუზრდია და ეს ყველაფერს ამბობს.
- ბოლოს "შუქურაზეც" გკითხავ. თეორიული შანსები რჩება კლუბს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად. როგორი იქნება შენი მომავალი? დარჩები კლუბში თუ არის სხვა ვარიანტები, სადაც შეიძლება წახვიდე?
- შანსი მცირეა, მაგრამ დარჩენილ თამაშებში ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ და შევეცდებით, პატარა სასწაული მოვახდინოთ ადგილის შესანარჩუნებლად. ჩემს მომავალზე წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.