U17: ხვალ საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევში ჩაერთვება

AutoSharing Option
24 ოქტომბერს თბილისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში იტალიასთან, მონტენეგროსთან და ლატვიასთან ერთად ეცდება ელიტ-რაუნდში გამსვლელი ორი საგზურისთვის ბრძოლას.

ტურნირს 15 საათზე იტალია-მონტენეგროს მატჩი გახსნის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე. 18 საათზე კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო ლატვიას უმასპინძლებს. შესარჩევი ციკლის მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

გიორგი ნემსაძემ შესარჩევი ეტაპისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო
თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებას გისურვებთ!
გუჯა კახაძე
20:23 23-10-2017
0
ეს რა საქართველოს ნაკრებია.უფრო თბილისის ნაკრებს გავს. გულშემატკივრები რომ გაიძახიან სა ქარ თველო- სა ქარ თველო უფრო მოკლედ იძახონ დინამო - დინამო არ აჯობებს.
ვაკო
20:05 23-10-2017
8

სიახლეები პოპულარული