იქამდე კი, 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იტალია ლატვიას გაეჯიბრება.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს სწორედ იტალია და საქართველო ლიდერობენ 3-3 ქულით.
გიორგი ნემსაძის გუნდში კარგი განწყობაა, ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მოედანზე ჩაატარა. ერთადერთი დანაკლისი ნახევარმცველი ცოტნე ჩოთალიშვილია, რომელიც ისედაც დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა სამწუხაროდ, ამას ტრავმაც დაემატა. შეძლებს თუ არა ჩოთალიშვილი გამოჯანმრთელებას
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით