U17. საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები ელიტრაუნდში ცნობილია

AutoSharing Option
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ყველა (13) შესარჩევ ჯგუფში ტურნირი დასრულებულია.

XIII ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილები იტალიისა და საქართველოს ნაკრებებმა მოიპოვეს.

ელიტრაუნდის წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება, ფინალურ ეტაპს კი ინგლისი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეა ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული 26 გუნდი: შვეიცარია, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, ისრაელი, ჩეხეთი, ფინეთი, ისლანდია, სერბეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, შოტლანდია, დანია, ბოსნია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ავსტრია, რუმინეთი, ირლანდია, უკრაინა, პოლონეთი, შვედეთი, იტალია.

მათ დაემატებიან 17-წლამდელებში საუკეთესო რეიტინგის მქონე გერმანია და პორტუგალია, ასევე, 13 შესარჩევი ჯგუფის 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი: მაკედონია,
თურქეთი, კვიპროსი და ნორვეგია.

ეს 32 ნაკრები ელიტრაუნდის 8 ჯგუფში (თითოეულში 4-4 გუნდი) გადანაწილდება. სიახლე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ელიტრაუნდიდან მეორეადგილოსნებიც ითამაშებენ, რაც გიორგი ნემსაძის გუნდის შანსს ზრდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული