ჩვენი გუნდის მეტოქეები, მასპინძელთა გარდა, საფრანგეთი და ანდორა იქნებიან.
გიორგი ყიფიანის გუნდი რამდენიმე დღით ადრე ესტუმრება ბოსნიას და მზადების დასკვნით ეტაპს ადგილზე გაივლის.
მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ);
მცველები: ნიკოლოზ მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ლუკა ასათიანი (ვიგრა სუვაკი, პოლონეთი), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი);
ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), ბექა
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს 8 ნოემბერს ბოსნიასთან გამართავს, 11-ში ანდორას შეხვდება, ხოლო 14-ში - საფრანგეთს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით