- U17. საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები ელიტრაუნდში ცნობილია
ახალგაზრდულ ნაკრებს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე უძღვება. ჩვენ დავუკავშირდით მას და ელიტრაუნდის შესარჩევში 17-წლამდელთა ნაკრების გამოსვლაზე ვესაუბრეთ.
- როგორ შეაფასებდით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას, რა უარყოფითი და რა დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა ჩვენს თამაშში?
- საერთო ჯამში, დადებითად შევაფასებდი, პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ. რა თქმა უნდა, შეცდომები ბევრი იყო და აუცილებლად არის გამოსასწორებელი. ეს ნათლად ჩანდა იტალიის ნაკრებთან მატჩში. როცა ცოტა უფრო კარგ
პრობლემები იყო ნახევარდაცვაში, დაცვაში, ერთმანეთის დაზღვევის დროს და ბევრი სამუშაო გვაქვს ამის გამოსასწორებლად. რაც მთავარია, დავინახეთ ის პრობლემები, რაც იტალიასთან მატჩში აისახა.
- გულშემატკივრებშიც აღნიშნავდნენ, რომ თამაშის ხარისხით არ იყვნენ კმაყოფილნი. ამ ფორმაციის ნაკრებს როგორი სტილის ფეხბურთის თამაში შეუძლია, ელიტრაუნდში რაზე გაკეთდება აქცენტი, დაცვით ფეხბურთზე თუ უფრო შემტევი ფეხბურთით ვიქნებით გამოსარჩევი?
- დაცვა და შეტევა არ უნდა გავმიჯნოთ. რა თქმა უნდა, მეტად უნდა იყოს აქცენტირებული შეტევაზე, იმიტომ, რომ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მოგებაზე. ყველა შეტევა უნდა იყოს დაზღვევით თამაშზე აგებული, რომ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, იქვე შევძლოთ მეტოქის შეტევის აღმოფხვრა.
გუნდი უნდა დავაბალანსოთ, რადგან იყო შემთხვევები, როცა დაცვა სჯობდა თავდასხმას და პირიქით. მაინც საერთო ჯამში, ორივე პოზიცია უნდა ავსებდეს ერთმანეთს. გამოყოფა მე არ მინდა, თუ სად ვიყავით კარგი და სად არა, ამას მწვრთნელი მიხედავს ჩემი სახით.
იტალიასთან შეხვედრაში ყველაფერი გამოჩნდა. ამიტომ ზოგი ჭირი მარგებელია, პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ ჩვენ უკვე ჯგუფიდან ვიყავით გასულები, ამიტომ იტალიასთან თამაშს უფრო თავისუფლად ვუყურეთ და დავინახეთ შეცდომები, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია.
- ახალი წესის მიხედვით, ელიტრაუნდიდან გადის ორი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს პერსპექტივა?
- სავსებით რეალურად მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. იმედიანად ვართ და მინდა, რომ გულშემატკივარი დავაიმედო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად.
- რამდენად არიან ჩართულნი ახალგაზრდული ნაკრების აღზრდის საკითხში თუნდაც გია გეგუჩაძე, 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ან თუნდაც ვლადიმირ ვაისი? რადგან ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ეროვნული გუნდისთვის საკადრო რესურსის მომზადებაა. არის თუ არა რაიმე გარკვეული სისტემა, რასაც მიჰყვებიან ახალგაზრდული ნაკრებები?
- ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რა თქმა უნდა. არსებობს სამწვრთნელო გაფართოებული შტაბი, სადაც ვიკრიბებით ხოლმე. ინფორმაციებს ყოველთვის ვცვლით და ვაყენებთ საქმის კურსში ერთმანეთს, თუ როგორ ვაკეთებთ რაღაცებს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო პროცესი არის.
ერთმანეთის კომპეტენციაში ჩაჭრა არ ხდება, შენიშვნებს და რაღაც საკითხებს ვითვალისწინებთ. ერთმანეთში გვაქვს დისკუსია და მივდივართ ყოველთვის ჯანსაღ აზრამდე.
- "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდზეც გკითხავთ. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც 17-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობენ. როგორ შეაფასებდით მათ გამოსვლას უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე?
- ვისარგებლებ შემთხვევით, მივულოცავ "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლას და მის მთელ კოლექტივს გასვლით მატჩში გოლის გატანას, რაც უეფას საფეხბურთო ფორმატით არის დიდი უპირატესობა. ამიტომ გუნდს აქვს შანსები, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს.
ამ ბიჭებზე დადებითის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ძალიან კარგად დაკომპლექტებული და ჩამოყალიბებული გუნდია. ჩვენ "ბურსასპორთან" შეხვედრასაც ვუყურეთ, სადაც ბოლომდე იბრძოლეს, არ გატყდნენ. საბოლოოდ შედეგი გამოიღო მათმა თავდადებამ და ბრძოლამ.
სერბეთში ჩატარებული მატჩი არ მაქვს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ბოლომდე ითამაშეს. გასვლაზე მიღწეული ფრე აორმაგებს შანსებს, რომ თბილისურ მატჩში შეძლონ შემდეგ ეტაპზე გასვლა.