8 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა.
გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიას შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
ბოსნიელები მე-16 წუთზე უკვე კაცნაკლულნი დარჩნენ, მეორე ყვითელი ბარათი ანელ საბანაძოვიჩმა მიიღო და მოედანი დატოვა.
სამწუხაროდ, ამ უპირატესობის გამოყენება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე კი გიორგი კუციამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის.
შეხვედრის 87-ე წუთზე ჯუსუფ გაზიბეგოვიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.
მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11 ნოემბერს, ანდორასთან გამართავს.
17:52 08-11-2017
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გაიხარეტ ტქვენი დროა
0
0
ავსაჯანა ფულის გულისთვის დაიჭირესო თქვენ ცოტას იღებთ და გვპარავთ? ვინ დაგიჭერთ ქვეყანა თქვენია ასაჯანას შედეგი აჩვენეთ და აიღეთ ასაჯანას მუჯირმა არ აპატია ძველი ამბები მწვრთნელს სიას უდებენ წინ რა ქნას იმას ათამაშებს გამოძახებას მაგათ ვინ კითხავს მაგ საცოდავებს ხელფასს ხო არ დაკარგავენ
0
0
ეს ის ავსაჯანა არა ქრთამის გამო რომ დააპატიმრეს....
1
1
ავსაჯანას გაშვება და იმ ნაკრების დაშლა მხოლოდ პირადულ თემებს უკავშირდებოდა, ბიჭებს არც ერთი წაგება არ ქონდათ, დიდიან პატარიანად ქვა ქვაზე არ დატოვეს, თბილისში ჩასატარებელ ევრო-ს დასკვნიტი ეტაპის წინ ბიჭებს მწვრტნელი შეუცვალეს და მოხდა ის რაც მოხდა. საერთოდ კი 35-ე სკოლის იგნორი ცუდათ აისახა ბავშვტა ფეხბურთზე, იმის მაგივრად რომ ახალ ფედერაციას მეტი ყურადღება მიექციათ ტრადიციული საფეღბურთო სკოლისტვის, ბოღმის და შურის გამო სრულიად აფსაიტსჰი მოაქციეს.
1
2
რომელ ასაკობრივ ნაკრებზეა საუბარი? ეს სულ ,,საბურთალოა,, დიდიან პატარიანად და უფროს-უნცროსამდე, აქ სხვანაირად არ და ვერ ხდება,
1
1
ვის როგორ და მე U-19 უკანა ხაზს გამოვკოპდი თავის მეკარიანად, შჰუა ხაზი და წინაც რომ თემაში ყოფილიყვნენ სულ სხვა შედეგი დადგებოდა.
1
2
ცალიან კარგი და გამოცდილი მწვრტნელია ყიფიანი..ფეხბურტელებიც არარიან ცუდები..უბრალოდ არ გაგვარტლა..წარმატება ყიფიანს და ნაკრებს
1
2
თითქმის მთელი თამაში მეტნი ვიყავით და არ შეგვიტევია წესიერად,მწვრთნელის სინდისზეა მთლიანად ეს წაგება,შეცვლებიც უდროო და გაუმართლებელი იყო მარცხენა ფლანგი სამარცხვინო-არადა წითლის შემდეგ მანდ გვქონდა უპირატესობა,3 ჩვენიანს რა უქნა ერთმა კაცმა ვნახეთ ყველამ.. დაბალი კვალიფიკაცია აქვთ ყველა ასაკობრივის მწვრთნელებს.უკვე სასაცილო და სამარცხვინოა ეს მწვრთნელები,რომლებიც ზემოდან მითითებებით მუშაობენ და აყენებენ სასტავს,სამუდამოდ იფუჭებენ რეპუტაციას და რომ კითხო ქვეყნის პატრიოტები არიან ყველანი.
2
0
17 წლამდელებში კიდევ არის რაღაც იმედი,რამდენიმე ფეხბურთელი მაგრამ ამ 19 წლამდე ნაკრებში მე ვერ ვხედავ ფეხბურთელს რომელსაც შეიძლება რომ მომვალში ქონდეს რაიმე სერიოზული პერსპექტივა.
2
3
დევდარიანის(ცქიპო) და ფოცხვერიას(ფოცხვერა) ორი საუკეტესო ახალგაზრდულების სპეცი ცოცხლები არიან! ეგეც " ავსაჯანა" და "ტყებო" ხომ არ არიან, თუმცა ეგენი "ჩვენები" არ არიან.
0
5
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული