8 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა.
გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიას შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
ბოსნიელები მე-16 წუთზე უკვე კაცნაკლულნი დარჩნენ, მეორე ყვითელი ბარათი ანელ საბანაძოვიჩმა მიიღო და მოედანი დატოვა.
სამწუხაროდ, ამ უპირატესობის გამოყენება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე კი გიორგი კუციამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის.
შეხვედრის 87-ე წუთზე ჯუსუფ გაზიბეგოვიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.
მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11 ნოემბერს, ანდორასთან გამართავს.
17:52 08-11-2017
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 38 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გაიხარეტ ტქვენი დროა
0
0
ავსაჯანა ფულის გულისთვის დაიჭირესო თქვენ ცოტას იღებთ და გვპარავთ? ვინ დაგიჭერთ ქვეყანა თქვენია ასაჯანას შედეგი აჩვენეთ და აიღეთ ასაჯანას მუჯირმა არ აპატია ძველი ამბები მწვრთნელს სიას უდებენ წინ რა ქნას იმას ათამაშებს გამოძახებას მაგათ ვინ კითხავს მაგ საცოდავებს ხელფასს ხო არ დაკარგავენ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული