მაჭარაშვილი ფინალში გავიდა - კიდევ ოთხ ქართველს ბრინჯაოს შანსი აქვს

AutoSharing Option
ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში იჭიდავებს, კიდევ ოთხ ქართველს კი მედლების მოპოვების შესაძლებლობა აქვს.

მაჭარაშვილმა რადოსლავ ბარანი (პოლონეთი) 11:0, ხოლო რიჩარდ ვეგი (უნგრეთი) 10:0 დაამარცხა და გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლებისთვის გოგა ოთინაშვილი (65 კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) იბრძოლებენ. რეპეშაჟიდან მესამე ადგილისთვის ბრძოლას რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) აგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული