U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლიტველ თანატოლებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის 30-ათასიან სტადიონზე დაახლოებით 200-მდე ქომაგი იქნებოდა ახალგაზრდული ნაკრების საგულშემატკივროდ მისული. ლიტვის ფანები დროშებით იყვნენ, ხოლო ქართულ დროშას სამწუხაროდ ტრიბუნებზე ვერ შეამჩნევდით.

პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, მაგრამ შეტევების განვითარებას ვერ ახერხებდა.

მე-5 წუთზე ოთო კიტეიშვილმა სცადა ლიტვის კარების აღება, მაგრამ მეტოქის მეკარემ ადონისმა იყოჩაღა. 36-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ დაარტყა შორიდან და ამჯერადაც მეკარემ ივარგა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლასიცკასი აკაკი შულაიას
ეუხეშა, მსაჯმა გააძევა და ლიტვის 21-წლამდელთა ნაკრები კაცნაკლული დარჩა. 55-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, მატულევიჩმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საქართველო 1:0 დაწინაურდა.

ამ მომენტის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა.

გიორგი არაბიძეს 75 წუთის განმავლობაში მოედანზე განსაკუთრებული არაფერი არ გაუკეთებია და ის რამდენიმე ჯარიმაც, რის შემდეგაც გოლს ველოდით, უხეიროდ შეასრულა. 76-ე წუთზე კი გია გეგუჩაძემ მის მაგივრად ბექა მიქელთაძე შეუშვა შეცვლაზე..

მატჩის მიწურულს შეცვლაზე ვატო არველაძე და ლადო მოხევიშვილი შევიდნენ, თამაშის გამწვავება ცოტათი კი შეძლეს, მაგრამ უშედეგოდ და საბოლოოდ მატჩი 1:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ოთო კიტეიშვილი, ლუკა ზარანდია, რომან ჭანტურია (ვატო არველაძე 80) , გიორგი ბერიძე (ლადო მოხევიშვილი 89), აკაკი შულაია, გიორგი არაბიძე (ბექა მიქელთაძე 76)
მკითხველის კომენტარები / 10 /
1.რა უნდა მოხდეს რომ გეგუჩაძე წავიდეს?
2.ფეხბურთელებს დავალება აქვთ რომ არ გადაიღალონ და არ გაოფლიანდნენ?
3.ბურთის მიღებასა და პასში რაიმე სპეც კურსები აქვთ გავლილი?
4.გვეშველება რამეე?!!!
დათო
21:04 14-11-2017
3
მაგარია-კაცნაკლულს მოუგეს თავისივე კარში გადანილი ბურთით!
ალეკო
20:58 14-11-2017
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული