რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ უთამაშია: ლიტვაში 2013 წელს ჯგუფში მე-4 ადგილზე გავედით და ამ ზაფხულს საქართველოში გამართულ ტურნირზე მე-3 ადგილზე. შვედეთში 1999 წელსაც გვითამაშია, ოღონდ მაშინ 18-წლამდელთა ნაკრები იყო და მე-4 პოზიციაზე დავიკავეთ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 8 ნოემბრიდან ბოსნიაში ელიტრაუნდის საგზურისთვის იბრძოდა, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის წესების თანახმად. ბოსნია-საქართველო 1:0 დასრულდა, საქართველო-ანდორა 1:1 და საქართველო-საფრანგეთი 1:1. საბოლოოდ ორ ქულას მოვუყარეთ თავი და ჯგუფში ჩავრჩით.

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ელიტრაუნდში ვერ გავედით. 2012 წლიდან
მოყოლებული საქართველოს ამ ასაკში პრობლემა არ ჰქონია და ტურნირზე ყოველთვის გამოსარჩევად ასპარეზობდა.

მოდი ვნახოთ რა გახდა მიზეზი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საკვალიფიკაციოში წარუმატებელი გამოსვლის.

ბოსნია - საქართველო 1:0:
დავიწყოთ იმით, რომ მატჩში მსაჯობა არასათანადო იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარეს ემხრობოდნენ. ჩვენი მეტოქე მე-16 წუთზე კაცნაკლული დარჩა მოედანზე და 57-ე წუთზე მინდორზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა. რატომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას? საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ზუსტად 51 წუთი ჰქონდათ, რომ ეს სათამაშო უპირატესობა გამოეყენებინათ.

საქართველოს ნაკრები არ ჰგავდა გუნდს, რომელსაც შეეძლო მოედანზე პირველ ნომრად ეთამაშა. არამედ ძირითადად გაუაზრებელი კომბინაციებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და შეგექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა რიგ შემთხვევებში.

ორივე გუნდმა კარებისკენ რვაჯერ მოახერხა დარტყმა, სიზუსტე უკეთესი ბოსნიელებს აღმოაჩნდა 5-4-ზე. ხოლო ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მცველმა იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გაგვიტანა.

საქართველო - ანდორა 1:1: საქართველოს 21-წლამდელთა მარცხი ფარერებთან 3:1, ჩვენთვის სენსაცია იყო. მაგრამ ფრე ანდორასთან, რომელიც ფრანგ თანატოლებთან 7:0 განადგურდა, სრული მოულოდნელობა.

ვინ თამაშობს ანდორაში, რომელშიც მხოლოდ 70000 ადამიანი ცხოვრობს? რამდენიმე ფეხბურთელი, სკოლიდან არის მოყვანილი, რადგან არცერთ გუნდში არ ირიცხებიან. ხოლო ძირითადი ნაწილი ადგილობრივი კლუბის "ანდორის" 19-წლამდელებში თამაშობს, რომლის მთავარი გუნდი ესპანეთის მე-5 ლიგაში პრიმერა კატალანაში მე-13 ადგილზეა.

მოკლედ ქვეყანა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტზე პატარაა მოსახლეობით და საფეხბურთო ტრადიცია სამოყვარულო დონეზე აქვს, ფრეს საქართველოს ნაკრები არ უნდა ეთამაშებოდეს.

რატომღაც ბოლო პერიოდში ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალური შესაძლებლობით გააკეთებენ ყველაფერს, ხოლო რაღაც გარკვეული ტაქტიკური მონახაზები და კომბინაციები არ მუშავდება.

27-ჯერ მოგვეცა საშუალება, რომ კარებში დაგვერტყა და ამათგან 13 ზუსტი იყო, ხოლო გოლი პენალტის გარეშე ვერ გავიტანეთ. როდესაც მეტოქემ ორჯერ დაარტყა ზუსტად და ერთი გოლად აქცია.

ზედიზედ მეორე მატჩში 45-ე წუთზე მივიღეთ წითელი ბარათი, რაც აგრეთვე ძალიან ცუდი ტენდენციაა და 8-ჯერ დავჯარიმდით.

საქართველო - საფრანგეთი 1:1: ამ ტურნირზე ერთადერთი გამონათება ფრანგ თანატოლებთან თამაში იყო. იმის მიუხედავად, რომ პირველ ტაიმში ვაგებდით, მეორე ტაიმში შეხვედრა შემოვატრიალეთ და ნინუას, რომ ზუსტად დაერტყა პენალტი 2:1-ს მოვიგებდით.

საქართველოს ფეხბურთის ისტორიიდან ცნობილი ფაქტია, რომ "ბობოლა" სახელების მქონე გუნდებთან ჩვენი ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ისე თამაშობენ, როგორც ფინალს. მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთს განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა და მოედანზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც წინა თამაშებში სათადარიგო შემადგენლობაში ჰყავდა. მეტოქეს არ ჰყავდა გუნდის ლიდერი დან აქსელ ზაგადუ.

კარებში საქართველომ 14-ჯერ დაარტყა 5-ჯერ ზუსტად, მეტოქემ 15-ჯერ და 4-ჯერ ზუსტად. კარგი იყო საქართველოს მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და დაცვის ხაზიც ურიგოდ არ ირჯებოდა.

საბოლოოდ გიორგი ყიფიანის მუშაობა სტატისტიკიდან გამომდინარე და თამაშიდანაც, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აჩვენა, უარყოფითად უნდა შეფასდეს. ნათელია, რომ ნაკრებს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა. ყიფიანის თანამდებობაზე დატოვებას საფუძველი არ გააჩნია. 

ფედერაციამ ამაზე უნდა იფიქროს, განავითარა გიორგი ყიფიანმა ნაკრები, თუ ჩვენ თამაშში დეგრადაცია შეინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ყიფიანმა აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა. მაგის ხელში ნაკრებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სანამ არ მორჩება ნაკრებში მარტო საბურთალო-დინამოს ბავშვების თაამაში და 19 წლამდეეელების ნაცვლად 16 წლის ბიჭების დაყეენება ძირითად შემადგენლობაში,მანამდე არაფერი ეშველება ამ ნაკრებს.კარგად დაინახა საზოგადოებამ ,რომ მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობოდათ.დააბრუნეთ ვასილ მაისურაძე,რომელიც ნიჭს აფასებს და არა სანაცნობოს შვილებს. იგი გამოცდილი და ძალიან მცოდნეა.ყიფიანის დარჩენით დაიღუპება მომდევნო წელსაც 19 წლამდელთა ნაკრები.მიეცით ნიჭიერ ფეხბურთელებს შესაძლებლობების გამოჩენის შანსი და ნუ ტენით გამოუცდელ ფეხბურთელებს,რომლებსაც არასოდეს არ იძახებდნენ ნაკრებში.
გულშემატკივარი
13:54 18-11-2017
2
რა შუაშია : " რა ფეხბურთელიც იყო,ის მწვრთნელია",მარადონა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ წვრთნელად არ გამოდგა.ეს არის ფედერაციის ბრალი,რა სამწვრთნელო სპეციალორი განათლება აქვთ ასაკოვანი ნაკრებების მწვრთნელებს?არ ვგულისხმობ დარსაძის კურსებს.ჩვენი ნაკრებებიც ფეხბურთს კი არ თამაშობენ, არამედ უკან ბურთს.
ჯუბა
13:30 18-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული