საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებებმა 27 და 29 ნოემბერს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს სომეხ თანატოლებთან. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა ორივე მოიგეს - 3:0 და 1:0. გოლები ჯიბლაძემ (2), გაგნიძემ და ვაზაგაშვილმა გაიტანეს. ზვიად ჯელაძის 16-წლამდელებმა კი ჯერ 1:0 გაიმარჯვეს ტორონჯაძის გოლით, მერე კი 0:1 დათმეს.
ამ შეხვედრებით ნაკრებებმა შეკრებაც დაასრულეს. თუმცა რამდენიმე დღეში 15-წლამდე ნაკრებს უკვე საერთაშორისო ტურნირი ელის - 5-8 დეკემბერს თბილისში ბელარუსის, თურქეთისა და ლიტვის ნაკრებები ჩამოვლენ.
GFF.GE