U17. საქართველოს მეტოქეები 2018-19 წლების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ცნობილია

AutoSharing Option
უეფას შტაბ-ბინაში 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის 2018-19 წლების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ზვიად ჯელაძე წვრთნის, მე-6 ჯგუფში რუსეთთან, დანიასა და ესტონეთთან ერთად მოხვდა. მატჩები 2018 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა დანია იქნება, ფინალურ ეტაპს კი ირლანდია უმასპინძლებს.

სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

1-ლი ჯგუფი: ჰოლანდია, შვედეთი, მონტენეგრო, ლიხტენშტაინი.
მე-2 ჯგუფი: ბოსნია, უკრაინა, ისლანდია, გიბრალტარი.
მე-3 ჯგუფი: ავსტრია, სლოვენია, ბულგარეთი, მალტა.
მე-4 ჯგუფი: ესპანეთი, ისრაელი, ფარერები, მაკედონია.
მე-5 ჯგუფი: შოტლანდია,
შვეიცარია, კვიპროსი, კოსოვო.
მე-6 ჯგუფი: საფრანგეთი, პოლონეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი.
მე-7 ჯგუფი: ჩეხეთი, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალბანეთი.
მე-8 ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ლიტვა.
მე-9 ჯგუფი: თურქეთი, სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, სან მარინო.
მე-10 ჯგუფი: პორტუგალია, უელსი, ბელორუსი, ყაზახეთი.
მე-11 ჯგუფი: ბელგია, საბერძნეთი, ლატვია, მოლდოვა.
მე-12 ჯგუფი: იტალია, ხორვატია, სომხეთი, ანდორა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
უეჭველი გავალთ,თან პირველ ადგილზე,იოლი ჯგუფი შეგვხვდა მართალი რო ვთქვათ
Loma
21:09 06-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული