საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან, პოლონეთსა და მაკედონიასთან ერთად მესამე ჯგუფში მოხვდა. ელიტრაუნდს 2018 წლის 21, 24 და 27 მარტს პოლონეთი უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ჯგუფებში გამარჯვებულ რვა ნაკრებთან ერთად შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. კონტინენტის პირველობას 2018 წლის 4-20 მაისს ინგლისი უმასპინძლებს.
ელიტრაუნდში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
1-ლი ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა, ჩეხეთი.
მე-2 ჯგუფი: ბელგია, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი.
მე-3 ჯგუფი: ირლანდია, პოლონეთი, საქართველო, მაკედონია.
მე-4 ჯგუფი: პორტუგალია,
მე-5 ჯგუფი: იტალია, ისლანდია, ჰოლანდია, თურქეთი.
მე-6 ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტია, დანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
მე-7 ჯგუფი: ისრაელი, უნგრეთი, სლოვენია, რუმინეთი
მე-8 ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, საბერძნეთი, ნორვეგია.
მომზადებულია gff.ge-s მიხედვით