U17. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ცნობილია

AutoSharing Option
6 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას 2018 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან, პოლონეთსა და მაკედონიასთან ერთად მესამე ჯგუფში მოხვდა. ელიტრაუნდს 2018 წლის 21, 24 და 27 მარტს პოლონეთი უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ჯგუფებში გამარჯვებულ რვა ნაკრებთან ერთად შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. კონტინენტის პირველობას 2018 წლის 4-20 მაისს ინგლისი უმასპინძლებს.

ელიტრაუნდში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

1-ლი ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა, ჩეხეთი.
მე-2 ჯგუფი: ბელგია, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი.
მე-3 ჯგუფი: ირლანდია, პოლონეთი, საქართველო, მაკედონია.
მე-4 ჯგუფი: პორტუგალია,
ფინეთი, შვედეთი, სლოვაკეთი.
მე-5 ჯგუფი: იტალია, ისლანდია, ჰოლანდია, თურქეთი.
მე-6 ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტია, დანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
მე-7 ჯგუფი: ისრაელი, უნგრეთი, სლოვენია, რუმინეთი
მე-8 ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, საბერძნეთი, ნორვეგია.

მომზადებულია gff.ge-s მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
უეჭველი გავალთ,თან პირველ ადგილზე,იოლი ჯგუფი შეგვხვდა მართალი რო ვთქვათ
Loma
22:07 06-12-2017
2

სიახლეები პოპულარული