თბილისში მიმდინარე 15-წლამდე საერთაშორისო ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა დაძაბულ მატჩში 2:1 აჯობა ბელარუსს. თავიდან მეტოქე დაწინაურდა - 35-ე წუთზე მაქსიმ კასარუბმა თავურით შეაგდო. გიორგი ჩიტაურის შეგირდებმა მეორე ტაიმში შეძლეს თამაშის შემობრუნება - ჯერ ნიკა სიხარულაშვილმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი გიორგი აბუაშვილმა დასვა წერტილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:
ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, გაგნიძე, ჩხეტიანი, აბუაშვილი, ქუნთელია, მამაგეიშვილი, ჯიბლაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ვაზაგაშვილი, ბეჭვაია, სიხარულაშვილი, თაგორაშვილი, დევიძე.
მეორე მატჩში თურქეთმა 2:1 მოუგო ლიტვას და ჩვენი გუნდის დარად,
6 ქულა აქვს. მესამე ტურში სწორედ საქართველო და თურქეთს შორის გაირკვევა ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა.
8 დეკემბერს, 11:30 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ლიტვა - ბელარუსი შეხვდებიან ერთმანეთს, 15 საათზე კი საქართველო - თურქეთია.
GFF.GE