Sportall.ge გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა.
- საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი აღარ ხართ, ეს ნაჩვენები შედეგის გამო მოხდა თუ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება გქონდათ და მაგიტომ?
- არა, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, რომ ფედერაციასა და ჩემს შორის კონტრაქტი გაწყვეტილიყო.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ჯერჯერობით არაფერი, ვისვენებ.
- არის შემოთავაზებები?
- არა ჯერ არაფერი არ არის.
- და თუ მომავალი სეზონისთვის იქნება საქართველოს ჩემპიონატიდან შემოთვაზება,
- ვნახოთ, გააჩნია წინადადებას, გააჩნია პირობებს რა თქმა უნდა. განვიხილავ ყველა წინადადებას, რომელიც შემოვა.
- და ბოლოს მაინც რას იტყოდით, რატომ ვერ დადო ნაკრებმა ის შედეგი რასაც გულშემატკივარი ელოდა?
- ფაქტია, არ არის ის შედეგი რაც ჩვენ ყველას გვსურდა. არის ობიექტური მიზეზები და ამაზე საუბარი დაგვიანებულია.