ჩვენმა გუნდმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე, დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მატჩის დასაწყისში გიორგი გულიაშვილის მონადირებული პენალტი ზუსტად გამოიყენა ზურაბ დავითაშვილმა, შემდეგ კი თავად გულიაშვილმა გაიტანა გოლი.
ამას გარდა, გიორგი ნემსაძის შეგირდებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ რამოდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და მოწინააღმდეგემ ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანით გაქვითა, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ბელგიასთან გამარჯვებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთს (3:2) და
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ხარშილაძე, კაპანაძე, კალანდაძე, აბზიანიძე, გელაშვილი, შვარცი, ჩოთალიშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, გულიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ჭავჭანიძე, დეკანოსიძე, გაგუა, ჩიხრაძე.
ხვალ საქართველოს 17-წლამდელთა გუნდი სლოვაკეთს შეხვდება და ტურნირზე მე-4 ადგილის დაკავებას შეეცდება.