საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიას სძლია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში, განვითარების თასზე ბელგია დაამარცხა 3:1.

ჩვენმა გუნდმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე, დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მატჩის დასაწყისში გიორგი გულიაშვილის მონადირებული პენალტი ზუსტად გამოიყენა ზურაბ დავითაშვილმა, შემდეგ კი თავად გულიაშვილმა გაიტანა გოლი.

ამას გარდა, გიორგი ნემსაძის შეგირდებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ რამოდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და მოწინააღმდეგემ ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანით გაქვითა, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიასთან გამარჯვებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთს (3:2) და
მოლდოვას (3:0) მოუგეს, უკრაინასთან კი 1:3 დათმეს.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ხარშილაძე, კაპანაძე, კალანდაძე, აბზიანიძე, გელაშვილი, შვარცი, ჩოთალიშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ჭავჭანიძე, დეკანოსიძე, გაგუა, ჩიხრაძე.

ხვალ საქართველოს 17-წლამდელთა გუნდი სლოვაკეთს შეხვდება და ტურნირზე მე-4 ადგილის დაკავებას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომავალი აზარები მომავალი დებრუინები და გავა 5წელი ისინი წავლენ ტოპ კლუბებში და ჩვენებს ექნებათ გასახსენებლად ადრე 3-1 მოვუგეთო დაწერენ სტატიას
ტოტტი
27 იანვარი 2018 22:28
0
jani araakvt mara siscrapit da teknikit ki daaduges tkveni belgia :))))))
!!!!!!
27 იანვარი 2018 21:27
0

სიახლეები პოპულარული