U17. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან 1:8 წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

გიორგი ნემსაძის შეგირდებმა 12-გუნდიან ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარეს (3 მოგება, 2 მარცხი) და სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრა სლოვაკეთთან დიდი ანგარიშით, 1:8 დათმეს. ერთადერთი ბურთი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.

ტურნირის საუკეთესო პირველი ოთხეული უკრაინამ, ისრაელმა, ბელორუსმა და სლოვაკეთმა შეადგინეს. საქართველომ კი ყაზახეთს, მოლდოვას, ლიტვას, რუსეთს, ფინეთს, ისლანდიას და ბელგიას გაასწრო.

სლოვაკეთთან ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ჭავჭანიძე, ბაქრაძე, კაპანაძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, დეკანოსიძე, შვარცი, გაგუა, ჩიხრაძე.

მომზადებულია
gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
და რა მაინტერესებს მარტო ჩვენ ვითამაშეთ 5 თამაში ზედიზედ თუ სლოვაკებმაც?
fsiuuu
29 იანვარი 2018 12:37
1
bicho ai belgias ro mouges dzaan gamixarda da ragac imedi kvelas mogecemodat magram 8 gols rom ushveb mere? es nishnavs ro arc momavali taoba ar varga pirdapir vtkvat chvenebi tu daigalnen ra slovakebi ar daglilan am tamashebit? nishnavs ro sakartveloshi mkvdaria pexburti da vso shevtanxmdet
!!!!!!!
29 იანვარი 2018 12:13
2
თითქმის ყოველდღე თამაშები ძნელია
მირიანი
29 იანვარი 2018 11:39
17
ანგარიში ცუდია, უბრალოდ ასე მოკლე პერიოდში 5-მა თამაშმა და დაღლამ იჩინა თავი, მითუმეტეს წინა დღეს ბელგია დაამარცხეს 3:1 და იქ შეალიეს მთელი ძალა.
dave
29 იანვარი 2018 11:37
19
ვაი, ვაი, ვაი, ვაი, ვაი და კიდევ ვაი!!!!!!!!!!!. ესაა ჩემი კომენტარი.
kaki
29 იანვარი 2018 11:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული