"სად იყო შევჩენკო ომის პირველ ოთხ თვეს?" - ყოფილ უკრაინელ ფეხბურთელს ანდრეის პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ ალიევმა, რომელიც ახლა სამხედრო მოსამსახურეა, "იუთუბის" არხზე, გადაცემა BurBuzz-თან ინტერვიუში, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო გააკრიტიკა.

-  როდესაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ოთხი თვე შევჩენკოს შესახებ საერთოდ არაფერი მსმენია. არ მსმენია და არ მინახავს. ოთხი თვის შემდეგ უკრაინაში ჩამოსვლა დაიწყო, როცა კიევში ეს რუსი ნაძირლები უკვე არ იყვნენ. აი, ესაა, რა არის აქ სასაუბრო? სამაგიეროდ, ჩვენ პატრიოტები ვართ. პატრიოტი ისაა, ვინც ავტომატს აიღებს და ბრძოლის ველზე მიდის, ეს კი, გულზე მჯიღის ცემა... ყოჩაღ,
ბიჭებისთვის ფულს აგროვებ. სად იყავი პირველ ოთხ თვეს, როდესაც კიევში ყველაფერი ქუხდა?

Sportall.Ge

- შევჩენკო შეიძლება სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო საზღვარგარეთ ჩვენი ინტერესების დასაცავად იყოს, ვიდრე სადღაც სანგარში იჯდეს...
- მე არ მითქვამს მისთვის - მოიცადე. პირველი ოთხი თვის მანძილზე ის ხომ არაფერს არ წარმოადგენდა.

- ტელევიზიებში ხომ დადიოდა...
- რომლებში? მე პირველ ოთხ თვეზე ვლაპარაკობ. ჩვენთან, მთელ უკრაინაში, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. თქვენ თავად ხედავდით, რაც ხდებოდა. ახლა რუსები კიევთან არ იმყოფებიან. მადლობა ღმერთს. კარგი იქნება, მთელი ქვეყნიდან გავიდნენ. სად იყო ეს ადამიანი? ვფიქრობ, რომა ზოზულიას კითხვა აქვს, რომელიც უკრაინას აქამდე ეხმარება. 2014 წლიდან ეხმარება ბიჭებს.

Sportall.Ge

- შენ რაიმე პირადი კონფლიქტი გაქვს შევჩენკოსთან?
- არა, საერთოდ. მე სიმართლე მიყვარს და მორჩა. თუ ეს მწვანეა, ე.ი. ეს მწვანეა; თუ ეს თეთრია, ე.ი. ეს თეთრია. თვალცრემლიანმა იარო და... თქვენ ხვდებით, ვისზეც და რაზეც ვამბობ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნატა ფერაძესთან ხმაურობდა
:)))
17:52 28-05-2024
1
ლოთი, დებოშირი, არაპროფესიონალი, "უნახავმა რა ნახა" ალიევი ახლა მოძღვრავს ხალხს და პატრიოტად პოზიციონირებს :) მიდით ახლა აიტაცეთ ბაბლმა ეს არარაობა, ასეთი ზნეობის ხალხს რომ გმირებად აღიქვამთ, (თეთრი არ შერჩა "გულაობის" გამო და იძულებით არის სამხედრო სამსახურში და არა პატრიოტული სულისკვეთებით) თქვენი საქმეც არ უნდა იყოს კარგად.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული