U17. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან 1:8 წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

გიორგი ნემსაძის შეგირდებმა 12-გუნდიან ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარეს (3 მოგება, 2 მარცხი) და სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრა სლოვაკეთთან დიდი ანგარიშით, 1:8 დათმეს. ერთადერთი ბურთი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.

ტურნირის საუკეთესო პირველი ოთხეული უკრაინამ, ისრაელმა, ბელორუსმა და სლოვაკეთმა შეადგინეს. საქართველომ კი ყაზახეთს, მოლდოვას, ლიტვას, რუსეთს, ფინეთს, ისლანდიას და ბელგიას გაასწრო.

სლოვაკეთთან ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ჭავჭანიძე, ბაქრაძე, კაპანაძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, დეკანოსიძე, შვარცი, გაგუა, ჩიხრაძე.

მომზადებულია
gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
დაიღალნენ რა გამართლებაა? ფეხბურთის ერთერთი განუყოფელი ნაწილია ფიზიკა. და თუ ფიზიკა არ გაქ ესეიგი სუსტი გუნდიხარ (და არაპროფესიონალიც პირდაპირ რომ ვთქვათ). რატომ სხვები არ დაიღალნენ?
დათ
12:56 29-01-2018
2
და რა მაინტერესებს მარტო ჩვენ ვითამაშეთ 5 თამაში ზედიზედ თუ სლოვაკებმაც?
fsiuuu
12:37 29-01-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული