საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად და ლუქსემბურგი 2:1 დაამარცხა.

თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა ზვიად ჯელაძის შეგირდებმა იქამდეც და მერეც ბლომად საგოლე მომენტი შექმნეს, რომელთაგან ორი ზუსტად დაასრულეს. ორივეჯერ თავი თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა:

ხარატიშვილი, არველაძე, ჭინჭარაული, კვარაცხელია, ხორავა, ტალახაძე, ზურაბიანი, ბენდიანიშვილი, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ხვედელიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, ტორონჯაძე, ოსიყმაშვილი, ოგბაიძე, ლატარია.

მეორე ამხანაგურ მატჩს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 15 თებერვალს ჩაატარებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული