საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის მეორე შეხვედრაში ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა და 1 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზეა.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში გიორგი ნემსაძის შეგირდები პოლონეთს დაუზავდნენ (2:2). ლიდერები 6 ქულით ირლანდიელები არიან, ხოლო მე-2 პოზიციაზე პოლონეთია, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 სძლია.
27 მარტს ჩვენი გუნდი აუტსაიდერ მაკედონიას შეხვდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.