საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაქოში, "დალგა არენაზე"  აზერბაიჯანელი თანატოლები დაამარცხა 2:1.

ანგარიში 66-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ზია აზიზოვმა გახსნა, 79-ე წუთზე ჩვენი გუნდის ფორვარდმა დავით მუჯირმა (ანთალიასპორი), რომელიც შეცვლაზე შევიდა, საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 83-ე წუთზე თბილისის "ლოკომოტივის" ჰავბეკმა დავით სამურკასოვმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ქავთარაძე (ისიანი 76), ფურცელაძე, ყურშავიშვილი (მუჯირი 71), ტაბატაძე (ლეჟავა 61), გაბიტაშვილი (ჯინჯოლავა 46), სამურკასოვი (კ), ფოჩხუა (კერელეიშვილი 62), ძებნიაური (დარცმელია 46), ბუღრიძე (სპანდერაშვილი 61), არველაძე, ერგემლიძე (ფაცაცია 71)
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოგება კარგია მაგრამ 79 წუთამდე ბურთს საერთოდ რომ ვერ გააგორებ,უმწეოთ რომ გამოიყურები და ცენტრს რომ ვერ გადაცდები მაგაშია საქმე.აზერებმა ბევრი მაზეს.
მოყვარეს პირში უძრახე
14:13 17-05-2018
1
თამაში არ მინახავს მაგრამ მოგება მოგებაა ვულოცავ ბიჭებს.
პაატა
13:00 17-05-2018
0

სიახლეები პოპულარული