შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ გააკეთა:
"მეტოქის გუნდი მომეწონა, შემოქმედი მწვრთნელი ჰყავს. აზერბაიჯანის გუნდმა სწრაფი ფეხბურთი ითამაშა. საინტერესო მატჩი გამოვიდა და კარგია, რომ მოვიგეთ.
თანაბარი თამაში იყო და გამარჯვება მოვიპოვეთ. არასრული შემადგენლობა მყავდა, 2000 წელს დაბადებული 3-4 ფეხბურთელი ვათამაშე.
წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას რაშიდ სადიხოვს. ჩვენმა მწვრთნელმა გიორგი ლომაიამ მასზე ბევრი რამ მითხრა".