17-წლამდელები შეკრებას იწყებენ

AutoSharing Option
5 აგვისტოდან საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბება და კიევში გასამართი ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირისთვის მზადებას შეუდგება.

საინტერესოა, რომ საქართველო ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებულია - 2016 და 2017 წლებში.

ზვიად ჯელაძემ უკვე დაასახელა შემადგენლობა, საიდანაც 20 ფეხბურთელს აარჩევს კიევში წასაყვანად.

მეკარეები:
ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);

მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), დავით ნუცუბიძე (ტორპედო), რატი მჭედლიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კ, უკრაინა),
ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია);

ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ბაკურ ჯინჯოლავა (დინამო თბ), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), გიორგი სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), ნიკა კონიაშვილი (დინამო თბ), ნიკოლოზ კაპანაძე (ნიუ-იორკ სიტი, აშშ).

ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირზე ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში ითამაშებს მასპინძელ უკრაინასთან, ლიტვასთან და სლოვაკეთთან ერთად. „ბ“ ჯგუფში განაწილდნენ ბელარუსი, თურქეთი, ისრაელი და ლატვია.

კალენდარი კი ასეთია:

15 აგვისტო: ლიტვა - საქართველო.
16 აგვისტო: საქართველო - სლოვაკეთი.
18 აგვისტო: საქართველო - უკრაინა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბანნიკოვი რაღა უბედურებაა?მისი გვარი იყო ბანიკოვი იყო,ასე სწერდნენ ქართულადაც და რუსულადაც.ასე რომ მოეშვით ახალი გვარების შემოქმედებას და დაწერეთ ბანიკოვი.
სოსო
11:22 03-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული