U21. დღეს საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევზე ლიეტუვას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს.

გია ცეცაძის შეგირდები გარგჟდაიში ლიეტუვას დაუპირისპირდებიან. მატჩი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება. საყურებელი ბმულის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge მას აუცილებლად მოგაწვდით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 7 მატჩის შემდეგ 8 ქულა აქვს და ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება. ჯგუფიდან კი საუკეთესო ნაკრები გადის, ხოლო 9 შესარჩევი ჯგუფიდან 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი დამატებით 2 საგზურს გაითამაშებს. იტალია, როგორც მასპინძელი, ფინალურ სტადიაზე იასპარეზებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი
ჩოჩიშვილი (სიონი), ოთო გოშაძე (დინამო ბთ);

მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი), ლუკა ნოზაძე (სიონი), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი), გიორგი თევზაძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

11 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩში მალტას დაუპირისპირდება.

7 სექტემბერი
ლიეტუვა-საქართველო 19:00
დანია-ფინეთი 20:00
პოლონეთი-ფარერები 20:00

ჯგუფი III
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 6 4 2 0 14-6 14
2. დანია 6 4 1 1 22-7 13
3. ფინეთი 6 2 3 1 11-12 9
4. საქართველო 7 2 2 3 9-15 8
5. ფარერები 7 1 2 4 7-14 5
6. ლიეტუვა 6 1 0 5 3-12 3

altსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკვე ლიეტუვაშია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული