U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში რუსეთს შეხვდა და სამწუხაროდ დიდი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

ზვიად ჯელაძის შეგირდებმა პირველივე წუთზე გაუშვეს გოლი, შემდეგ 22-ე წუთზე იმავე დანილ შამკინმა კიდევ ერთხელ გაგვიტანა და ანგარიში რსების სასარგებლოდ 2:0 გახდა.

40-ე წუთზე კრილი შეტინინმა ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო 56-ე წუთზე პენალტი გაიტანა და დუბლი მიითვალა. ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 4:0.

65-ე წუთზე დმიტრი კრატოკოვმაც გაიტანა. ამის შემდეგ, როგორც იქნა ქართველებმაც მოახერხეს გატანა - 73-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა პრესტიჟის გოლი
შეაგდო. სულ რაღაც ორ წუთში კი შეტინინმა ჰეთ თრიკი გაიფორმა, რასაც მალევე რუსების მე-7 გოლიც მოჰყვა.

ძალიან არადამაჯერებლად მოქმედებნენ მცველები, იყო დიდი რაოდენობით ტექნიკური წუნი, შეუთანხმებელი მოქმედება არა მხოლოდ დაცვის, არამედ მთელი გუნდის. უმეტეს შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდნენ ფონს გასვლას, არანაირი გუნდური მოქმედებები.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით დაიწყო:

Sportall.Ge

ეს საქართველოს ნაკრებისთვის ზედიზედ მეორე მარცხია შესარჩევის ჯგუფში. პირველ შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის მასპინძელ დანიასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ბოლო მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს ჩვენი დროით 16:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
სად შეაგროვეთ ეს უთავმოყვარეო სირცხვილი.ხო ვამბობ გუნდი სადაც მინიმუმ 4ზე მეტი,მაქსიმუმ 6 მეგრელი არ თამაშობს ძირითადში ის გუნდი არ ვარგა არაა და ეს ნამდვილად ასეა!!!რამდენი ანტი მეგრელი გვყოლია ქვეყანაში,რამდენი უარყოფითი მოწონება აქვს ჩემს წინა კომენტარს დანიასთან წაგებაზე რო გავაკეთე
ბაჩო
27 ოქტომბერი 2018 16:54
25
:D :D :D ლოოოლ ძმა მართალი ხარ :D))) სულაც არა ვარ მეგრელი მაგრამ მაგას ვიძახი მეც, მეგრელი ფეხბურთელი და “ჯირკი” ან დებილი მე ჯერ არ მინახია და დაზღვეულები რომ ვიყოთ სულ ეგენი უნდა იყვნენ! ვერ შეიგნეს ამ ზოგიერთმა გოიმებმა და პრიმიტივებმა რა, რომ სისხლში აქვთ ფეხბურთი მეგრელებს ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ.
Givi_ originale
27 ოქტომბერი 2018 18:21
16
Eg ra shuashia am shedegis fonze?
Megreli
27 ოქტომბერი 2018 17:35
3
ყველა გამოხმაურება
ვავა,ვავა,ვავა
მიხა
27 ოქტომბერი 2018 16:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული