U 21. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 1:3-ს აგებდა და ფრეს მიაღწია - არაბიძემ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს კიევში უკრაინისა და საქართველოს ახალგზრდული ნაკრებების მატჩი 3:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ 70-ე წუთზე მათი ფეხბურთელი იანჩაკი სილაგაძეს ეუხეშა და გააძევეს, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

ორი საგოლე გადაცემა არაბიძემ შეასრულა, რომელმაც კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

კიევი. ბანიკოვის სახელობის სტადიონი
უკრაინა - საქართველო 3:3

უკრაინა: კოჟუხარი, ბიკოვი, პეტრუსენკო, ლუნევი (ვანტუხი 46), ლედნევი, რუსინი (ბელენკი 46), დუბინჩაკი, სმირნი, იაკიმეცი (ვაკულა 63), ტოპალოვი (იანჩაკი 46), ლებედენკო
საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, სილაგაძე (კერელეიშვილი
73), კუცია (ძებნიაური 58), არაბიძე, არდაზიშვილი, არველაძე (ქავთარაძე 57), ქაფიანიძე, კობოური, ბუღრიძე (ლეჟავა 73), ლაკვეხელიანი

გოლები: 1:0 რუსინი (7, პენ), 1:1 ლაკვეხელიანი (35), 2:1 ლედნევი (45), 3:1 იანჩაკი (59), 3:2 ლაკვეხელიანი (77), 3:3 ლეჟავა (85)

გაძევება: იანჩაკი (70), არაბიძე (90)

შემდეგ სპპარინგს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისევ გასვლაზე, 20 ნოემბერს კვიპროსთან ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგარი საგოლე პასები იყო გიო ბრავო.
gizo
22:22 16-11-2018
2
ყოჩაღ ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს! - გიო იმედია გონს მოეგება და მისი ნიჭის ბოლომდე რეალიზებას მოახდენს. მართლაც კარგი პასები იყო. მინდა წარმატება და ეროვნულ ნაკრებში თამაში ვუსურვო.
შოთა
09:40 17-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული