16 ნოემბერს კიევში უკრაინისა და საქართველოს ახალგზრდული ნაკრებების მატჩი 3:3 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ 70-ე წუთზე მათი ფეხბურთელი იანჩაკი სილაგაძეს ეუხეშა და გააძევეს, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ორი საგოლე გადაცემა არაბიძემ შეასრულა, რომელმაც კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.
კიევი. ბანიკოვის სახელობის სტადიონი
უკრაინა - საქართველო 3:3
უკრაინა: კოჟუხარი, ბიკოვი, პეტრუსენკო, ლუნევი (ვანტუხი 46), ლედნევი, რუსინი (ბელენკი 46), დუბინჩაკი, სმირნი, იაკიმეცი (ვაკულა 63), ტოპალოვი (იანჩაკი 46), ლებედენკო
გოლები: 1:0 რუსინი (7, პენ), 1:1 ლაკვეხელიანი (35), 2:1 ლედნევი (45), 3:1 იანჩაკი (59), 3:2 ლაკვეხელიანი (77), 3:3 ლეჟავა (85)
გაძევება: იანჩაკი (70), არაბიძე (90)
შემდეგ სპპარინგს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისევ გასვლაზე, 20 ნოემბერს კვიპროსთან ჩაატარებს.