U 21. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 1:3-ს აგებდა და ფრეს მიაღწია - არაბიძემ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს კიევში უკრაინისა და საქართველოს ახალგზრდული ნაკრებების მატჩი 3:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ 70-ე წუთზე მათი ფეხბურთელი იანჩაკი სილაგაძეს ეუხეშა და გააძევეს, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

ორი საგოლე გადაცემა არაბიძემ შეასრულა, რომელმაც კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

კიევი. ბანიკოვის სახელობის სტადიონი
უკრაინა - საქართველო 3:3

უკრაინა: კოჟუხარი, ბიკოვი, პეტრუსენკო, ლუნევი (ვანტუხი 46), ლედნევი, რუსინი (ბელენკი 46), დუბინჩაკი, სმირნი, იაკიმეცი (ვაკულა 63), ტოპალოვი (იანჩაკი 46), ლებედენკო
საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, სილაგაძე (კერელეიშვილი
73), კუცია (ძებნიაური 58), არაბიძე, არდაზიშვილი, არველაძე (ქავთარაძე 57), ქაფიანიძე, კობოური, ბუღრიძე (ლეჟავა 73), ლაკვეხელიანი

გოლები: 1:0 რუსინი (7, პენ), 1:1 ლაკვეხელიანი (35), 2:1 ლედნევი (45), 3:1 იანჩაკი (59), 3:2 ლაკვეხელიანი (77), 3:3 ლეჟავა (85)

გაძევება: იანჩაკი (70), არაბიძე (90)

შემდეგ სპპარინგს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისევ გასვლაზე, 20 ნოემბერს კვიპროსთან ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგარი საგოლე პასები იყო გიო ბრავო.
gizo
16 ნოემბერი 2018 22:22
2
ყოჩაღ ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს! - გიო იმედია გონს მოეგება და მისი ნიჭის ბოლომდე რეალიზებას მოახდენს. მართლაც კარგი პასები იყო. მინდა წარმატება და ეროვნულ ნაკრებში თამაში ვუსურვო.
შოთა
17 ნოემბერი 2018 09:40
0
ათამაშოს კაზახებთან და თუ ვერ გაქაჩავს ვნახავთ. მიცენ შანსი და ჩაკვესაც აჯობებს, რა არ ჯობდა 20 წლამდელთა ჩემპიონატზე? ჩაკვე, არაბა და ზარანდია იქნება მაგარი ტროიკა. საყრდენებად ებრალიძე პარუნაშვილი. ნავალას მაგივრად ლაკვეხელიანი. ცენტრფორვარდი ლობჟანიძე და კარში მახარაძე. ისე მაკარიძემაც ვარჯიში დაიწყო
ვასო
17 ნოემბერი 2018 17:13
0
ეგრე რა! ჯერ ბვშვებში იბურთავე, ხომ ხედავ დიდებში ვერ ქაჩავ ტოოო!!!
კ ო მ ბ ლ ე
17 ნოემბერი 2018 06:26
15
ვინ ვერ ქაჩავს რამდენი ნაკრებშიც ითამაშა იმდენი საუკეთესო იყო ჭანტურიშვილს ათამაშებს ვაისი და არაბიძე გამოძახებულიც არ ყავს სირცხვილია ანდორას ნაირ გუნდთან ზუსტად არაბიძეს ნაირი ინდივიდუალისტები არღვევენ დაცვას.
avto
17 ნოემბერი 2018 13:30
2
ადმინ. არაბიძეს ისედაც ვიცნობთ. ვიცით რაც არი. ის 21 ნომერი ვინ იყო? ორი უმშვენიერესი გოლი გაიტანა. ასეთი პასები ბევრს მიუცია, მაგრამ გამოყენება ნოლი. ამ ბიჭმა კიდე მაგრა შეუსრულა. არ არის საჭირო ცალკეული არაბიძეების ამოჩემება. უნდა მიხვდეს რომ პრობლემა მასშია და გამოაწოროს. ახალი სახეები გვინდა.
პ.ს. მეკარე სად იპოვეს? ლორია მაგასთან შედარებით გორდონ ბენქსია. ანუ კაი ხანს ვერავინ შეცვლის.
ჰაჰა
18 ნოემბერი 2018 11:44
0
არველაძეს რატომ ათამაშებთ? როგორც კი გაიყვანეს 2:0 მოვიგეთ.
იბერია 888
17 ნოემბერი 2018 16:03
0
არაბიძე საჭიროა პირველ ნაკრებში და იმსახურებს კიდეც, დროა სისულელეებს და გაბუტვებს თავი დაანებონ ფედერაციამ , ვაისმა და თვითონ არაბიძემაც, იფიქრეთ ქვეყნის პრესტიჟზე
ზაზა
17 ნოემბერი 2018 15:47
0
რაც აქ ვნახე არაბიძე გუნდზე მუშაობდა თან სარგებლიანადაც და არა საკუთარ თავზე. ეგრე გააგრძელე გიორგი და შენ და ჩაკვე ისეთი დუეტი იქნებით ნებისმიერ 'ავტობუსს' გაანგრევთ!
გიორგი
17 ნოემბერი 2018 14:35
0
90-ე წუთზე, რომ წითელს მიიღებ, ნიშნავს, რომ არ გინდა ამ გუნდის (ნაკრების!) შემდეგ მატჩში ითამაშო. ეს ძალიან ცუდია.
დათი
17 ნოემბერი 2018 15:43
1

სიახლეები პოპულარული