ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

AutoSharing Option
5 დეკემბერს, თბილისში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში იტალიას 2:1 სძლია.

მე-16 წუთზე იტალია ედი მორამ დააწინაურა, 24 წუთზე "საბურთალოს" თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 88-ე წუთზე "მერანის" ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ მეტოქის კარი საჯარიმოდან დალაშქრა და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა (ლოკომოტივი) პენალტი ვერ გამოიყენა.

ბულისკერია, ჯაფარიძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, ინჯგია, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ივანიაძე, გაბუნია, შეყილაძე, ფაცაცია, ნანობაშვილი, გაბელაია.
ასევე დაგაინტერესებთ