საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მინსკის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები ისრაელთან 0:2 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში ისლანდიას დამაჯერებლად მოუგო 3:0, მეორე ტურში კი ისრაელთან მოულოდნელი მარცხი განიცადა.

B ჯგუფში ოთხივე გუნდს 3-3 ქულა აქვს და ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გააჩნია - ამისათვის საქართველოს ნაკრებმა 24 იანვარს მოლდოვას უნდა სძლიოს. პარალელურ მატჩში ისრაელი ისლანდიას შეხვდება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ხარატიშვილი , ერაძე, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, კვარაცხელია, აზაროვი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვითომ რატომ უნდა მოუგო ისრაელს რა მათზე კარგიინფრასტრუქტურა გაქვს თუ დაფინანსება.
გიგა
17:52 24-01-2019
0
ისრაელს რომ ვერ მოუგეფ 17 წლამდე ფეხბურთელი რა ფეხბურთის მომავალზეა საუბარი ახლა დაიწყებთ ამხანაგურიაო ოფიციალურებში ხომ დაგლიჯეთ ყველაფერი
ვახო
09:13 23-01-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული