U17. საქართველოს ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში "განვითარების თასის" ნახევარფინალში ბელარუსთან 0:3 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა ჩვენმა გუნდმა მათი მოგერიება მოახერხა და იქით გადავიდა იერიშზე. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა სამი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

მინსკი. "საფეხბურთო მანეჟი"
ბელარუსი - საქართველო 3:0
საქართველო (სასტარტო შემადგენლობა): ხარატიშვილი, ლატარია, ერაძე, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ტალახაძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, ბენდიაშვილი, ტორონჯაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, კოკაია, ზურაბიანი, აბუაშვილი, ფოცხვერია, დევდარიანი, გაგნიძე

გოლები: 1:0 ლოჟკინი (49), 2:0 ლოჟკინი
(55), 3:0 ადამჩიკი (70)

საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩში 28 იანვარს სლოვაკეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მწვრტნელი ვინ არის?
gigi
22:41 26-01-2019
1
ზურაბ ხიზანიშვილი . სალომეს ქმარი )))
ტოტტი
00:01 27-01-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული